ოფიციალურად: ლუის ადრიანო “მილანის” ფეხბურთელია

დონეცკური კლუბისა და ლუის ადრიანოს გზები საბოლოოდ გაიყო.

“შახტარის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ რვა მილიონ ევროდ ბრაზილიელი შემტევი “მილანის” ფეხბურთელია.

28 წლის ფეხბურთელი უკრაინაში 2007 წლიდან ასპარეზობს. ბრაზილიის ნაკრების წევრმა მირჩა ლუჩესკუს გუნდში 266 მატჩიდან 128-ჯერ გაიტანა.

ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან ხუთწლიანი გააფორმა. იგი წელიწადში 3.5 მილიონს მიიღებს.

“რომა” და “მილანი” – ფავორიტები ლუის ადრიანოს ტრანსფერში

“შახტარის” ბრაზილიელი თავდამსხმელი უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილს შეიცვლის.

მას შემდეგ, რაც ლუის ადრიანომ “ალ-აჰლის” უარი უთხრა, იტალიურმა პრესამ იგი “მილანსა” და “რომას” დაუკავშირა.

თუმცა, ამ ეტაპზე არცერთ გუნდს არ სურს 12 მილიონის გადახდა იმ ფეხბურთელში, რომელსაც უკრაინის ჩემპიონებთან კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება.

დუნგამ განაცხადი დაასახელა

“შახტარის” ორი ფეხბურთელი, დუგლას კოშტა და ლუის ადრიანო კარლო დუნგამ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მეკარეები: ჟეფერსონი(ბოტაფოგო), მარსელო გროე(გრემიო), დიეგო ალვესი(ვალენსია)

მცველები: ჟილი(კორინთიასი), გაბრიელ პაულისტა(არსენალი), ტიაგო სილვა(პსჟ), მირანდა(ატლეტიკო), ფაბინიო(მონაკო), მარსელო(რეალი), ფილიპე ლუისი(ჩელსი), დანილო(პორტუ)

ნახევარმცველები: ლუიზ გუსტავო(ვოლფსბურგი), ფერნანდინიო(მან.სიტი), ელიასი(კორინთიასი), სოუზა(სან-პაულო), ოსკარ, ვილიანი(ორივე ჩელსი), დუგლას კოშტა(შახტარი), ფილიპე კოუტინიო(ლივერპული)

თავდამსხმელები: ნეიმარი(ბარსელონა), რობერტო ფირმინო(ჰოფენჰაიმი), ლუის ადრიანო(შახტარი), რობინიო(სანტოსი)

ლუის ადრიანოს რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის “შახტარმა” ლვოვში ბორისოვის “ბატე” ანგარიშით 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში უკრაინული გუნდის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამრიგად, ლუის ადრიანოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცხრა გოლი მოუგროვდა, უწინდელი რეკორდის გამეორებაა. იგი მეორე მოთამაშეა, რომელმაც ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე ცხრა გოლის გატანა შეძლო. 2013/14 წლების სეზონში ანალოგური შედეგი მადრდის “რეალის” ლიდერმა კრიშტანუ რონალდუმ აჩვენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლუის ადრიანოს წლევანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბელორუსში “ბატეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სუპერპოკერი შეასრულა, ერთი გოლი კი “პორტუს” გაუტანა.

 

ლუის ადრიანომ მესის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დონეცკის “შახტარი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში უკრაინული გუნდის 27 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ სუპერპოკერი შეასრულა ანუ ხუთი გოლი გაიტანა (ორი პენალტით), რითაც “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა.

შეგახსენებთ, რომ კატალონური გუნდის არგენტინელმა ფეხბურთელმა 2012 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერს” ხუთი ბურთი გაუტანა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასეთი რამ გააკეთა. მაშინ “ბარსელონამ” “ბაიერი” ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

 

“შახტარის” ფეხბურთელი ლუის ადრიანო მოედანზე გათიშეს

29 აგვისტოს დონეცკის “შახტარსა” და “ილიჩივეცს” შორის გამართულ მატჩში ლუის ადრიანო წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კი გაითიშა.