დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (27 იანვარი)


“ლივერპული” “ბეტისის” ცენტრალურ მცველს აკვირდება


Daily Mail-ის რედაქცია გვარწმუნებს, რომ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “რეალ ბეტისის” მცველს, რიზა დურმისს საუკეთესო სკაუტები მიუჩინა.

წყაროს ცნობით, “წითლებს” სჯერათ, რომ მათ დაცვაში არსებულ პრობლემებს 17 მილიონ ფუნტად შეფასებული დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერი უმალვე მოაგვარებს.


“არსენალი” მარკო როისს მიუბრუნდა


Independent-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევის, მარკო როისის მიმართ ინტერესი განაახლეს.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეთა” ფრანგი თავკაცი, არსენ ვენგერი გერმანელ ფეხბურთელს ალექსის სანჩესის პოტენციურ შემცვლელა მოისაზრებს. აქვე გეტყვით, რომ ლონდონელებს როისის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.


ივანოვიჩი “ვესტ ბრომში”?


ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” სერბი დამცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებისათვის მიმდინარე ბრძოლას ინგლისური “ვესტ ბრომიც” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ჭორი გავრცელდა სერბი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით. დიდია შანსი, რომ “ზენიტის” სამიზნემ “სტემფორდ ბრიჯი” ზამთარშივე დატოვოს.


ვიდალი ინგლისურში ემზადება


ჩილური გამოცემის, El Mercurio-ს ცნობების მიხედვით, არტურო ვიდალმა უკვე დაიწყო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული, რაც მის ბავარიულ მომავალს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

როგორც იცით, ჩილელ შემტევს ლონდონის “ჩელსის” თავკაცთან, ანტონიო კონტესთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასე რომ, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ვიდალი “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდეს.


დარმიანი “იუნაიტედიდან” წასვლაზე ფიქრობს


ჟოზე მოურინიო დარმიანს დიდ სათამაშო დროს არ აძლევს და მას, მით უმეტეს, ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს. ამ სიტუაცის შესახებ უკმაყოფილება 27 წლის სპორტსმენმა რამდნიმეჯერმე გამოთქვა.

The Sun-ი იტყობინება, რომ მატეოს შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული მილანის “ინტერი”. ფეხბურთელსა და აღნიშნული კლუბის ხელმძღვანელობას შორის პირველი საუბარი უკვე იყო. ჯერჯერობით, უცნობია ტრანსფერის პირობები.


“ინტერი” მესისა და გრიზმანს უმიზნებს


მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები ზაფხულში სენსაციური ტრანსფერების განხორციელებას აპირებენ. Premium Sport-ის ცნობით, “ნერაძური” მზადაა, მესის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გეტყვით იმასაც, რომ მესი მილანური კლუბის ერთადერთი სამიზნე არ არის – ისინი ანტუან გრიზმანსაც უმიზნებენ, რომელიც ამჟამად მადრიდული “ატლეტიკოს” ღირსებას იცავს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 დეკემბერი)

გვარდიოლამ ვაიგლს დაუმიზნა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, იულიან ვაიგლი სამიზნეთა სიის სათავეში მოათავსა. სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ ზაფხულს განხორციელდება.(Manchester Evening News)

“ბარსელონა” ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებას აპირებს

“ჩელსის” ძირითადიდან ამოვარდნილ ბრანისლავ ივანოვიჩს კატალონიური “ბარსელონა” “კამპ ნოუს” საგზურს სთავაზობს. ინგლისელების აზრით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სერბმა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. (The Sun)

“ვალენსიას” როხოს გადაბირება მოუნდა

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ღამურები” მარკუს როხოს გადაბირებას აპირებენ, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” ლუი ვან გაალმა მიიყვანა. (Manchester Evening News)

Untitled-1

“სუონსის” მთავარი სამიზნე ქრის კოულმენია

დიდი წნეხის ქვეშ მყოფი “სუონსის” ხელმძღვანელობამ, რომელმაც ახლახან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბობ ბრედლი, მთავარ მიზნად ქრის კოულმენის გადაბირება დაისახა. (Express)

“არისტოკრატები” ჩიჩარიტოს აკვირდებიან

“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელი ფორვარდისთვის, ხავიერ ერნანდეს ჩიჩარიტოსათვის გამართულ ბრძოლას ლონდონური “ჩელსიც” შეუერთდა. ფორვარდმა “მანჩესტერის” დატოვების შემდეგ, ბუნდესლიგის 43 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა. (Bild)

კლოპმა ოქსლეიდ-ჩემბერლენი არ გვჭირდებაო

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კატეგორიულად უარყო იფნორმაცია “არსენალთან” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების არსებობის შესახებ: ” ზოგადად, სატრანსფერო ჭორებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. მინდა გითხრათ, რომ ეს სრული ნონსენსია.” (Sky Sports)

მოსალოდნელი ტრანსფერები (29.12.2016)

ბრანისლავ ივანოვიჩმა “პარი სენ-ჟერმენს” კეჰილის ბრწყინვალე პასის შემდეგ გაუტანა (ვიდეო)

17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში ანგარიში ლონდონელთა მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა 36-ე წუთზე, გარი კეჰილის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ გახსნა.

TOP 10: ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე ჭარბწონიანი ფეხბურთელები

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის ყველაზე მძიმეწონიანი ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა.

10. რომელუ ლუკაკუ – “ევერტონი”
სიმაღლე: 190
წონა: 94

4990380-3x2-940x627

9. ფრენკ ლამპარდი – “მანჩესტერ სიტი”
სიმაღლე: 184
წონა: 89

Lampard_3041041b

8. რაიან ბერტრანდი – “საუთჰემტონი”
სიმაღლე: 179
წონა: 85

Ryan+Bertrand+Southampton+v+Bayer+Leverkusen+toVCQaplNJyl

7. ბრანისლავ ივანოვიჩი
სიმაღლე: 185
წონა: 191

Branislav-Ivanovic-Chelsea

6. რობ გრინი – “ქპრ”
სიმაღლე: 187
წონა: 93

grini

5. რაფაელ და სილვა – “მანჩესტერ იუნაიტედი”
სიმაღლე: 173
წონა: 80

rafael

4. დარონ გიბსონი – “ევერტონი”
სიმაღლე: 183
წონა: 90

gibson

3. ვეს მორგანი – “ლესტერი”
სიმაღლე: 185
წონა: 94

morgan

2. ფრაიზერ კემბელი – “კრისტალ პალასი”
სიმაღლე: 172
წონა: 82

campbell

1. ნედუმ ონუოჰა – “ქპრ”
სიმაღლე: 183
წონა: 94

onuoha

ინგლისის პრემიერ ლიგის 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისაგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებს.

4-3-1-2

მეკარე – პეტრ ჩეხი

cech-nvo

მარჯვენა მცველი – ბრანისლავ ივანოვიჩი

Ivanovic

ცენტრალური მცველი – პერ მერტესაკერი

Per-Mertesacker-v-Man-City_3052275

ცენტრალური მცველი – ჯონ ტერი

terry_signs

მარცხენა მცველი – პოლ კონჩესკი

knochesky595

ცენტრალური ნახევარმცველი – გარეტ ბერი

49004

ცენტრალური ნახევარმცველი – ფრენკ ლამპარდი

Frank-Lampard_3051591b

ცენტრალური ნახევარმცველი – იაია ტურე

yaya-toure-manchester-city_3002068

შემტევი ნახევარმცველი – ტომაშ როსიცკი

hi-res-459699227-tomas-rosicky-of-arsenal-celebrates-victory-after-the_crop_exact-1024x961

თავდამსხმელი – რობინ ვან პერსი

Robin-van-Persie-of-Manchester-United

თავდამსხმელი – ემანუელ ადებაიორი

Emmanuel_Adebayor_2779001b

ევა კარნეირომ ბრანისლავს ივანოვიჩი გამოიწვია

ლონდონის “ჩელსის” ფიზიოთერაპევტმა ევა კარნეირომ ცივი წყალი გადაისხა და ბრანისლავ ივანოვიჩი გამოიწვია.

სუარესის ყველა კბენა (GIF სურათები)

როგორც იცით, 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ურუგვაელმა ლუის სუარესმა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

ალბათ, ყველამ იცის, რომ პირველი შემთხვევა არაა, როცა სუარესი მეტოქეს კბენს.

ლუის სუარესი V კიელინი (2014 წელი)

ლუის სუარესი V ოტმან ბაკალი (2010 წელი)

ლუის სუარესი V ბრანისლავ ივანოვიჩი (2013 წელი)

ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს თვალი ჩაუკრა

29 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა დიდ ყურადღებას იმის გამო იპყრობდა, რომ ერთმანეთს ბრანისლავ ივანოვიჩი და ლუის სუარესი უნდა შეხვედროდნენ.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ამ ორ გუნდს შორის გამართულ მატჩში, ურუგვაელმა ფეხბურთელმა სერბ მცველს ხელზე უკბინა.

გუშინ კი, ინციდენტის მონაწილეო ორივე მოთამაშე ერთმანეთს მშენივრად შეხვდნენ, სუარესმა ივანოვიჩს თვალიც კი ჩაუკრა.

suarez

ივანოვიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ლონდონის “ჩელსის” მცველი, ბრონისლავ ივანოვიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ეს ჯილდო ივანოვიჩმა ზედიზედ მეორედ მოიგო. აქამდე აღნიშნული ტიტული ორჯერ მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დეან სტანკოვიჩმა და ნემანია ვიდიჩმა მოიპოვეს.

“გასულ წელს ვთქვი, რომ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება იყო. ახლა, როდესაც ჩემმა ქვეყანამ კვლავ მე მაღიარა საუკეთესოდ, უბრალოდ სიტყვები აღარ მყოფნის იმის აღსაწერად, თუ რას ვგრძნობ. ეს ჯილდო დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს, რომ 2014 წელს უფრო მეტი გავაკეთო” – განუცხადა ივანოვიჩმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

მოურინიომ ივანოვიჩი სერბეთში არ გაუშვა

ჟოზუ მოურინიომ ბრონისლავ ივანოვიჩი სერბეთში, საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვებაზე არ გაუშვა, რამაც სერბეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი, ტომისლავ კარაჯიჩი გაანაწყენა. ივანოვიჩი ღონისძიებაში ინტერნეტის საშალებით მიიღებს მონაწილეობას.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ივანოვიჩი ჩამოსულიყო. მაგრამ მოურინიომ მტკიცე უარი გვითხრა. მიზეზად კი “ჩელსის” არადამაკმაყოფილებელი შედეგები დაასახელა. ბრონისლავის მაგივრად დაჯილდოვებაზე მისი მეუღლე და მამა მოვლენ” – განაცხადა კარაჯიჩმა.