“დი სტეფანო რონალდუზე გაცილებით ძლიერი იყო”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მოთამაშემ, ენრიკე პერეს დიასმა ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და ალფრედო დი სტეფანო შეადარა.

“ისინი განსხვავებულები არიან და მათი პირდაპირი შედარებაც საკმაოდ რთულია. თუმცა, ჩემთვის ნათელია, რომ ალფრედო დი სტეფანო გაცილებით ძლიერი იყო. მას ფეხბურთის თამაში უკეთ შეეძლო. შესაძლოა, რონალდოს მეტი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ დი სტეფანო როგორც ფეხბურთელი გაცილებით მაღალ საფეხურზე იყო” – განაცხადა მადრიდული კლუბის ვეტერანმა.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ.

10. ბერნდ შუსტერი (გერმანია)

9. ერიკ კანტონა (საფრანგეთი)

8. იარი ლიტმანენი (ფინეთი)

7. ჟოსლენ ანგლომა (საფრანგეთი, გვადალუპე)

6. ლადისლავ კუბალა (ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ესპანეთი)

5. რაიან გიგზი (უელსი)

4. ჯორჯ ვეა (ლიბერია)

3. არსენიო ერიკო (პარაგვაი)

2. ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია)

1. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, ესპანეთი)