დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად, გთვაზობთ დღის 5 ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ჭორს.

კუადრადო ფიორენტინაში დარჩება

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა ადრეა დელა ვალემ განაცხადა, რომ ხუან კუადრადო ფლორენციულ კლუბში დარჩება. ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტს პირადად ამცნო.

სონგი ვესტ ჰემს უახლოვდება

“ბარსელონას” ფეხბურთელი ალექს სონგი დიდი ალბათობის კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონელები კამერუნელის იჯარაზე მუშაობენ. ინგლისური კლუბის გარდა სონგს “ნაპოლი” და “გალათასარაიც” იწვევენ.

საუთჰემპტონს თაუნსენდი სურს

“საუთჰემპტონი” “ტოტენჰემიდან” ენდროს თაუნსენდის გადაბირებას ცდილობს. ლონდონელებმა რამდეინმე წინადადებაზე უარი კი თქვეს, თუმცა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ თაუნსენდისთვის მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

რედნაპი რემის წასვლას ადასტურებს

ქპრ-ს მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ლოიკ რემის “ჩელსიში” წასვლა დაადასტურა. რედნაპის თქმით, ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და უახლოეს მომავლაში შემტევი ლონდონურ გრანდს შეუერთდება.

ფალკაოსთვის სიტიც იბრძოლებს

“მანჩესტერ სიტი” “მონაკოს” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. “ქალაქელებს” კოლუმბიელის იჯარით სურთ აყვანა. შეგახსენებთ, “სიტის” გარდა ფალკაოსთვის “რეალი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” იბრძვიან.