სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ვალენსიამ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ალვარო ნეგრედოს იჯარის წესით აყვანა მოასწრო.
შეთანხმების მიხედვით, ესპანელი ფეხბურთელი “მესტალიაზე” განათხოვრების წესით მთელი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი “ვალენსია” ვალდებულია, ნეგრედო სრულად გამოისყიდოს. უკვე ცნობილია, რომ თავდამსხმელი ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ალვარო ნეგრედომ კარიერა “ალმერიაში” დაიწყო, რის შემდეგაც “სევილიაში” გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი დაჰყო და 139 მატჩში 70 გოლი გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ სიტიში” ერთი სეზონი ჩაატარა, ჩაატარა 32 შეხვედრა და გაიტანა 9 ბურთი. “ქალაქელთა” რიგებში მან ინგლისის პრემიერლიგა და ფეხბურთის ლიგის თასი მოიგო. ნეგრედოს ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 21 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.