მონაკოს ვიცე-პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა

“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა ფალკაოს წასვლის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. თუმცა, ვგრძნობდი, რომ მის შენარჩუნებას ვერ შევძლებდით, როდესაც რადამელმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს “მონაკოს” ფეხბურთელების მიმართ ინტერესი დიდია. ჩვენი პროექტი არ ჩერდება. წელს საუკეთესო სეზონის ჩატარებას ვაპირებთ” – განაცხადა ვასილიევმა.

შეგახსეენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი “იუნაიტედში” იჯარის წესით გადავიდა. ხელშეკრულება ერთწლიანია, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ინგლისურ კლუბს ფალკაოს გამოსყიდვის უფლება ექნება.