ლუის ვან გაალმა ისაუბრა, თუ რატომ მიაღწია შეთანხმებას დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მემფის დეპაი “მანჩესტერ იუნაიტედს” 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.
“ჩვენ ამ ტრანსფერის განხორციელება ყველას დავასწარით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მემფისს ფრანგული გუნდი გაიფორმებდა. დეპაის გადმოყვანა იმიტომ არ გამიჭირდა, რომ “პსვ”-ს მმართველებთან კარგი ურთიერთობა მაქვს,”-განაცხადა ვან გაალმა.
მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირაში ახალგაზრდა წინახაზელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “წითელ ეშმაკებთან” ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.