მალუდა ტრავმირებულია

ფლორან მალუდა ტრავმირებულია. “ჩელსის” ყოფილ მოთამაშეს მუხლის ტკივილი აწუხებს, რის გამოც მან “მეცის” დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა.

ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა მალუდა “ნანტის” წინააღმდეგ 11 იანვარს გასამართ სეხვედრაში თამაშს.

მიმდინარე სეზონში 34 წლის მალუდამ ლიგა 1-ში 14 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

 

მალუდა კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს?

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული აზერბაიჯანული “ყარაბახი” გაძლიერებას გეგმავს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თქმით აზერბაიჯანული გუნდი ორი მაღალი კლასის ლეგიონერით გაძლიერდება.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით ერთ-ერთი მათგანი 34 წლის ფლორან მალუდაა, რომელიც გასულ სეზონში “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავდა, თუმცა მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ გუნდის დატოვება მოუწია. ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალ გუნდში გადასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია.

აზერბაიჯანელებს ვლადიმერ დვალიშვილის დამატებაც სურდათ, თუმცა ქართველმა ფორვარმდა დანიურ “ოდენსეში” არჩია კარიერის გაგრძელება.