“ოდენსემ” დვალიშვილის გარეშე მოიგო

დანიური სუპერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში “ოდენსე” “ნორდშელანდს” ესტუმრა და მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია.

ხსენებულ შეხვედრაში გადამწყვეტი მსაჯის მიერ კომპენსირებული წუთები გამოდგა, როდესაც 91-ე წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს, თუმცა 92-ზე “ოდენსემ” მაინც გაიტანა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

სამწუხაროდ, საინტერესო შეხვედრაში ვლადიმერ დვალიშვილს მონაწილეობა არ მიუღია. ქართველი შემტევი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

დვალიშვილის “ოდენსე” კონკურენტთან დამარცხდა

დანიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ოდენსემ” საკუთარ მოედანზე ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, “ვესტიელანდს” უმასპნიძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა ქართველმა შემტევმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 1:2 იყო.

23 ტურში მოპოვებული 25 ქულით “ოდენე” დანიის 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

დვლიშვილის “ოდენსე” “ესბიერგთან” დამარცხდა

დანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში “ოდენსემ” საკუთარ მოედანზე “ესბიერგს” უმასპნიძლა და ორბურთიანი სხვაობით, 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 67-ე წუთზე მოედანზე ვლადიმერ დვალიშვილი გამოჩნდა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

22 მატჩში მოპოვებული 25 ქულით “ოდენსე” დანიის 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა. დვალიშვილის ანგარიშზე კი 10 შეხვედრაში გატანილი 2 გოლია.

დვალიშვილმა ოდენსეს მოაგებინა (ვიდეო)

დანიური სუპერლიგის მე-15 ტურის მატჩში “ოდენსემ” საკუთარ მოედანზე “ნორშელანს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გადამწყვეტი გოლი შეხვედრის 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, გაიტანა. ქართველი შემტევისთვის ეს მეორე გოლია დანიის უმაღლეს დივიზიონში.

15 ტურის შემდეგ “ოდენსე” 15 ქულით მეათე პოზიციაზე და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

მალუდა კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს?

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული აზერბაიჯანული “ყარაბახი” გაძლიერებას გეგმავს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თქმით აზერბაიჯანული გუნდი ორი მაღალი კლასის ლეგიონერით გაძლიერდება.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით ერთ-ერთი მათგანი 34 წლის ფლორან მალუდაა, რომელიც გასულ სეზონში “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავდა, თუმცა მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ გუნდის დატოვება მოუწია. ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალ გუნდში გადასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია.

აზერბაიჯანელებს ვლადიმერ დვალიშვილის დამატებაც სურდათ, თუმცა ქართველმა ფორვარმდა დანიურ “ოდენსეში” არჩია კარიერის გაგრძელება.