მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. “სამეფო კლუბმა” 21 წლის მცველი გილერმო ვარელა ინათხოვრა.
ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი “რეალის” მეორე გუნდში ითამაშებს, რომელსაც ზინედინ ზიდანი თავკაცობს.
გილერმო ვარელა მადრიდულ კლუბში ერთ სეზონს დაჰყოფს.
ურუგვაელი ფეხბურთელი “წითელი ეშმაკების” ღირსებას გასული სეზონიდან იცავს. დევიდ მოიესმა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის რანგში პირველად სწორედ ვარელა დაიმატა, თუმცა ახალგაზრდა მცველმა პირველ გუნდში დაწინაურება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ვარელა მანჩესტერელთა სარეზერვო გუნდში იყო შეუცვლელი მოთამაშე.