ჟოზე მოურინიო გუნდის წმენდას განაგრძობს…
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “წითელი ეშმაკების” მცველი, გილერმო ვარელა გუნდმა ერთი წლით ფრანკფურტის “აინტრახტში” გაანათხოვრა. ტრანსფერის ღირებულება არაა საჯარო.
აქვე გეტყვით, რომ 23 წლის მოთამაშე ინგლისურ კლუბში 2013 წლიდან ირიცხება. იგი პირველი წელი “მანჩესტერის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. შემდეგ იყო იჯარა “კასტილიაში”. 2015/2016 წლების სეზონში კი ურუგვაელმა ათი შეხვედრა ჩაატარა “მანჩესტერელთა” რიგებში.