“შახტარი” ლვოვში “სევილიას” დაუზავდა (მიმოხილვა)

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე დონეცკის “შახტარმა” ლვოვში “სევილია” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანდალუსიელები მე-6 წუთზე ვიტოლომ დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს: 23-ე წუთზე გოლი მარლოსმა გაიტანა, 36-ე წუთზე ტარას სტეპანენკომ დონეცკელები სულაც დააწინაურა. “სევილია” მარცხს 82-ე წუთზე კევინ გამეიროს ზუტის პენალტის წყალობით გადაურჩა.

წყვილის განმეორებითი მატჩი “რამონ სანჩეს პისხუანზე” 5 მაისს შედგება.

ევროპის ლიგა
ნახევარფინალი (პირველი მატჩი)
“შახტარი” — “სევილია” 2:2 (2:1)

გოლი: მარლოსი 23′, სტეპანენკო 36′ — ვიტოლო 6′, გამეირო 82′ (პენ).
გაფრთხილებები: მალიშევი 89′, სრნა 90+5′ — ესკუდერო 27′, დანიელ კარისუ 40′, კრიხოვიაკი 48′.

გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.

“შახტარის” ოფისში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

დონეცკის “შახტარის” ოფისში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მიმდინარეობს ინციდენტის მოკვლევა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ “შახტარის” ბაზა სერიოზულად დაზიანდა. კლუბის საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს ორი ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, მთლიანად განადგურდა მოსასვენებელი და სავარჯიშო დარბაზები.