„მაიამის ცენტრმა“ კრის ანდერსენმა განაცხადა, რომ მოთამას კარიერის დასრულებაზე იგი ჯერჯერობით არ ფიქრობს.
35 წლის ანდერსენის თქმით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში იგი კიდევ 3-4 წლით აპირებს თამაშს. გარდა ამისა, ცენტრმა აღნიშნა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს, ხოლო პაუზამ, რომელიც მას ორი წლის წინ ჰქონდა, მას თამაშის დიდი ხნით გაგრძელების საშუალება მისცა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ანდერსენმა 20 მატჩი ჩაატარა, რომელბშიც მისმა საშუალო მონაგარმა 6,6 ქულა და 4,3 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი