პიცი: “ჩემი მიზანი “ვალენსიასთან” ერთად ესპანეთის თასის მოგებაა”

“ვალენსიას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხუან ანტონიო პიციმ, მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
პიციმ განაცხადა, რომ “ღამურებთან” ერთად ესპანეთის თასის მოგებას აპირებს.

“ვალენსიური კლუბის ისტორია გვავალდებულებს, რომ ყოველთვის წარამტებისკენ ვიაროთ. ჩვენ შეგვიძლია თასის მოგება. მერვედფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” ვხვდებით, რომელიც საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს, თუმცა მინუსი ყველა გუნდს აქვს და არც “ატლეტიკოა” გამონაკლისი. სწორედ ამ მინუსების გამოყენებას ვეცდებით მადრიდელებთან შეხვედრისას” – განაცხადა პიციმ.

ჯეკო “ვალენსიაში”?

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ედინ ჯეკო შესაძლოა “ველანსიაში” გადავიდეს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “ღაბურებს” სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი შეიძენს.

გავრცელებული ხმების თანახმად, ლიმს ძალიან მოსწონს ჯეკოს თამაშის სტილი. ის ფაქტი, რომ ბოსნიელს “სიტიში” ცოტა სათამაშო დრო აქვს, ტრანსფერის ალბათობას ნამდვილად ზრდის.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსიამ” ოფიციალურად გააჟღერა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ხუან ანტონიო პიცი იქნება.