საფეხბურთო კლუბ “მარკ სტარსს” კახა გოგიჩაიშვილი გაწვრთნის

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა და გუნდები მომავალი წლისთვის ემზადებიან. ხდება როგორც ძირეული, ასევე კონკრეტული ცვლილებები კლუბებში, რომლებიც მხოლოდ უკეთესობისთვის ხორციელდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გოგიჩაიშვილი “მარკ სტასს” გაწვრთნის. გუნდსა და კახა გოგიჩიაშვილს შორის 1 წლინი კონტრაქტი გაფორმდა. “მარკ სტარსის” უმთავრეს მიზნად გამოცდილ მწვრთნელს ეროვნული ლიგა 2 ში აღზევაბა დაუსახა. შეგახსენებთ, რომ გუნდმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგა 3-ში მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც პლეიოფში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა.

კახა გოგიჩაიშვილი სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოს”, ლანჩხუთის “გურიას”, ტყიბულის “მეშახტეს” და ცხინვალის “ცხინვალის” სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.

აფრიკული ვირუსი ქართულ ფეხბურთში

მეორე ლიგაში მოასპარეზე “მარკ სტარსის” შესახებ ადრეც ვწერდით. კლუბის პრეზიდენტი, ნიგერიის მოქალაქე კელვინ ოტუს ბლექი საქართველოში რამდნეიმე წლის მანძლზე მოღვაწეობს საფეხბურთო სფეროში და საკუთარ კლუბში როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოთამაშეებს აძლევს თამაშის საშუალებას.

ჩვენ “მარკ სტარსის” ერთ-ერთი ყოფილი ქართველი მოთამაშე დაგვიკავშირდა და კლუბში არსებულ ვითარებაზე საკმაოდ არასასიამოვნო ამბებიც გაგვიმხილა. ფეხბურთელმა ჯერჯერობით ფართო მასებში საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

“მარკ სტარსი ჩემი სურვილით დავტოვე, იქ გაჩერება სპორტული და კარიერული თვალსაზრისით თვითმკვლელობაა. ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს დიდ პატივს ვცემ და არავინ იფიქროს, რომ მათ ამ სიტყვებით შეურაცხოფას ვაყენებ – მარკ სტარსი ხორც-პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა უფრო არის ვიდრე საფეხბურთო გუნდი. რატომ ერთხელ არავინ დაინტერესდა იმით, თუ ვინ უდგას კლუბს სათავეში და რა მიზნები აქვს მის პრეზიდენტ კელვინ ოტუს ბლექს. 

გასული წლის შემდეგ ყველა, მათ შორის მეც შეცდომაში შეგვიყვანეს, გავრცელებული და თანაც ცრუ ინფორმაციით თითქოს თენგო სულაქველიძეს ბრალი იყო გუნდმა პირველი ლიგაში ვერ მოახერხა გადასვლა, 100 000 ლარი დავხარჯე და შედეგი არ ქონდა წინა მენეჯმენტსო… წელს რას იტყვის? გუნდის სეზონის სტარტზე გამოცდილმა ხალხმა ჩაიბარა, სპორტულმა დირექტორმა კარგი მწვრთნელები და ფეხბრთელები მიიყვანა გუნდში, თანაც იმ ფონზე რომ გუნდში 90% ფეხბურთელებისა აღარ იყვნენ… რატომ არ გაინტერესებთ? განა ყველა უკეთეს გუნდში წავიდა? უბრალოდ გაექცა ტყუილს, კაბალურ კონტრაქტებს 2-3 წელს და თვეში 40-50 ლარ ხელფასს.

ფინანსური პრობლემა მაშინვე დასრულდება, როგორც კი მე მივიღებ ვიზასო, კელვინი რომ ამბობს, იცით რა ვიზაზეა საუბარი? საქართველოდან გასვლა რატომ არ შეუძლია? რომ არა ახალი ხელისუფლება და ივანიშვილის მთავრობის მიერ გამოცხადებული ამინისტია ეგ კაცი დღემდე გლდანში იქნებოდა! ასეთ ადამიანებს საქრთველოში საფეხბურთო კლუბის კი არა, საკუთარი ფეისბუქის გახსნის უფლებაც არ უნდა ქონდეს! დიახ, სოციალურ ქსელებში ალბათ თქვენც ბევრ არიფრიკელს შეუწუხებიხართ საქართველოში თამაშზე ვოცნებობო, ამ დროს შეიძლება ფეხბურთი ტელევიზორშიც არ ჰქონდეს ნანახი, ევროპული ქვეყნის ვიზაზე მეოცნებე აფრიკელ “ჭაბუკს” ჩვენი კელვინი 10-20 ათასს აკეთებს თითო ასეთი ყმაწვილისგან, ჩვენ კი დაყვედრებულ 20 ლარსაც არ გვაძლევდა…

ქართულ ფეხბურთს პრობლემები არ აკლდა, ბევრი მსმენოდა და ბევრსაც მოვერიდე, თუმცა საკუთარ თავზე ჯერაც გაუგონარი რაღაცები გამოვცადე, მინდა ყველამ იცოდეს და მოერიდოს ამ ადამიანს, ის ჩვეულებრივი თაღლითია.” – ამბობს მეორე ლიგის კლუბის ერთ-ერთი ყოფილი მოთამაშე. 

დიდი გეგმებით მეორე ლიგიდან

ქართულ ფეხბურთში ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომ არის ყველასთვის კარგადაა ცნობილი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში გამონაკლისებიც არსებობს. სწორედ ასეთია მეორე ლიგის ბინადარი “მარკ სტარსი”, რომლის მეპატრონე ნიგერიელი კელვინ ოტუს ბლექია. ჩვენ თბილისური კლუბის სპორტულ დირექტორს, ირაკლი ხვედელიანს დავუკავშრდით და კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

სეზონის სტარტი

გუნდმა ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. წინასწარ რამის თქმა ყოველთვის ძნელია, თუმცა განვლილი თამაშები ოპტიმისტურად ყოფნის საშუალებას გვაძლევს. გასული წლის შემდეგ შემადგენლობა 80 პროცენტით შეიცვალა. მოთამაშეთა უმეტესობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებში თამაშობენ. ამის ფონზე, “მარკ სტარსმა” მეორე ლიგის სასტარტო მატჩებში ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ახალი მწვრთნელები და მენეჯმენტი

“მარკ სტარსის” პრეზიდენტმა, კელვინ ოტუს ბლექმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთ გუნდში შეეკრიბა სხვადასხვა გუნდებში მოთამაშე გამორჩეული ფეხბურთელები. მენეჯმენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეს გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაც უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვთ. “მარკ სტარსის” ღირსებას უცხოელი მოთამაშეებიც იცავენ. ძალიან მალე, ჩვენი გუნდის მაისურს მოლდოვის უმაღლესი ლიგიდან ახლახანს დაბრუნებული ოთარ კირვალიძეც მოირგებს. მთავარი მწვრთნელის, დავით მაჩიტაძისა და მისი ასისტენტის, გიორგი ჯმუხაძის ყოველდღიური შრომა დარწმუნებული ვარ, უშედეგოდ არ ჩაივლის და “მარკს სტარსი” სეზონის ბოლომდე მოწინავე პოზიციაზე დარჩება.

მიზნები 

წინა სეზონის მსგავსად, მიმდინარე სეზონშიც კლუბის მთავარი მიზანი პირველ ლიგაში გადასვლა არის. გასულ სეზონში “მარკ სტარსი” ლიდერ “ბორჯომს” ერთი ქულით ჩამორჩა და სამწუხაროდ პირველი ლიგის გარეშე დარჩა. ამას მეორე ლიგის თასის გათამაშებაც ემატება, როგორც მოგეხსენებათ, “მარკ სტარსი” თასის მოქმედი ჩემპიონია და გუნდს დასამტკიცებელი აქვს, რომ ამ ტიტულს შემთხვევით არ დაეუფლა.

საფეხბურთო სკოლა

სამომავლო გეგმები მართლაც შთამბეჭდავია. საფეხბურთო სკოლის შექმნაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. “მარკ სტარსს” 5-დან 15 წლამდე ასაკობრივი გუნდები ეყოლება, საიდანაც ძირითადი გუნდი სამომავლო შევსებას მიიღებს. სკოლაში მოსვლა და ვარჯიში, სადაც კვალიფიციური მწვრთნელები მომავალი თაობის აღზრდაზე იზრუნებენ, ყველა მსურველს შეეძლება. წვრთნები ვარკეთილში 180 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოედნებზე გაიმართება. სწავლების საფასური კი 50 ლარი იქნება. პატარები სათამაშო, სავარჯიშო და გამოსასვლელი ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილი, გაივლიან უფასო სამედიცინო შემოწმებას, ითამაშებენ სფფ-ს ეგიდით გამართულ ასაკობრივ ტურნირებში და გათავისუფლებულნი იქნებიან ყველა სხვა სახის გადასახადისგან. ამჯამად, ჩვენს სკოლაში უკვე 50-ზე მეტი მოზარდია დარეგისტრირებული და იმედია მათი რიცხვი სულ მალე კიდევ უფრო სოლიდური გახდება.

მარკ სტარსმა ლოკომოტივი დაამარცხა

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს ქართული კლუბები ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ. საგურამოში პირველი ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა, თბილისის “ლოკომოტივმა” მეორე ლიგის წარმომადგენელს, “მარკ სტარსს” უმასპინძლა. შეხვდრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ “მარკ სტარსის” გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში მე-13 წუთზე, გრიგალაშვილმა გახსნა. გოლი საკმაოდ ეფექტური გამოდგა. “მარკს სტარის” ფეხბურთელმა მეტოქის კარი პირდაპირ კუთხურიდან დალაშქრა. “ლოკომოტივმა” გათანაბრება 45-ე წუთზე, გავაშელიშვილის ზუსტი 11-მეტრიანით შესძლო. საბოლოო ანგარიში კი 47-ზე გავაკეთაშვილმა, ასევე პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.

შეხვედრის შეფასება “მარკ სტარსის” სპორტულ დირექტორს, ირაკლი ხვედელიანს ვთხოვეთ.

“ჩვენი გუნდი მეორე ლიგის სტარტისთვის აქტიურად ემზადება. სეზონის პირველ ოფიციალური თამაშამდე გუნდმა საკონტროლო შეხვედრები წარმატებით ჩაატარა. ბოლო შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოახერხეს და პირველი ლიგისა და ქართული ფეხბურთის ერთ ერთ გამორჩეულ გუნდთან, თბილისის ლოკომოტივთან საკმაოდ რთული მატჩის მოგება შეძლეს. მარკ სტარსმა დაამარცხა გუნდი, რომლის ძირითად ბირთვსაც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც ერთ ერთი საუკეთესო გახლავთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩემს ფეხბურთელებს, ასევე მეტოქე გუნდსაც” – განაცხადა ხვედელიანმა.

საქართველოს მეორე ლიგის გათამაშებაში 8 სექტემბრიდან, “ალგეთთან” გასამართი მატჩით ჩაერთვება.