კობი ბრაიანტი: „შაქილ ო’ნილთან ერთ გუნდში თამაში არასდროს მომწონდა“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი შაქილ ო’ნილთან ურთიერთობის თემას კიდევ ერთხელ შეეხო. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელი „ლეიკერსში“ 21-ე საუკუნის დასაწყისში თამაშობდა.

„შაქთან ჩემპიონები გავხდით, მაგრამ მასთან ერთ გუნდში თამაში არასდროს მომწონდა. ზოგადად საუკეთესო თანაგუნდელებად დერეკ ფიშერსა და პაუ გასოლს ვთვლი“, – ციტირებს „შავ მამბას“ ESPN-ი.

აქამდე ბრაიანტს უთქვამს, რომ კალათბურთსადმი სიყვარულის გამო მას ნამდვილი მეგობარი თითქმის არ ჰყავს.

შაკილ ო’ნილი პირდაპირ ეთერში სტუდიაში წაიქცა (ვიდეო)

ტელეარხ TNT-ს პირდაპირ ეთერში ეთერში „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ სერიის მეორე მატჩის გარჩევის დროს მეტად სასაცილო ეპიზოდით მოხდა, როდესაც კალათბურთის ლეგენდა შაქილ ო’ნილი პირდაპირ ეთერში წაიქცა.

კამერებმა კალათბურთის ლეგენდა მომენტალურად დააფიქსირეს.

შაქილ ო’ნილი ფლორიდაში პოლიციის სარეზერვო ოფიცრად იმუშავებს?

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა შაქილ ო’ნილი ფლორიდის ქალაქ დორალის პოლიციის სარეზერვო ოფიცრად მუშაობაზე ფიქრობს. NBA-ს ოთხგზის გამარჯვებულმა საამისოდ უკვე საჭირო საბუთების მომზადება მაოსწრო.

მიუხედავად იმისა, რომ შაქილს პოპულარობა არ აკლია, პოლიციაში მას ადგილი გარანტირებული არ აქვს. 42 წლის ექს-კალათბურთელს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტების გავლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ შაქილმა კარიერა 2011 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო.