„სან-ანტონიო სპურსთან“ მმატჩს ოვერტაიმში ნიკ იანგმა სამქულიანი ჩააგდო, რითაც „ლეიკერსს“ ორი ქულით (112:110) მოაგებინა.
ჭდე: ნიკ იანგი
ნიკ იანგმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ქუჩის მოედანზე კალათბურთი ითამაშა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი ნიკ იანგი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მოდის კვირეული მიმდიანრეობს. ქალაქში სეირნობისას „Swaggy P“-მ ქუჩის კალათბურთელებთან თამაში გადაწყვიტა და მათ სიამვონებით შეუერთდა.
„ადგილობრივ ბიჭებს საჩუქარი გავუკეთე. ქალაქში სეირნობისას მათ თამაშის დროს შევუერთდი“, – დაწერაიანგმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“.
იანგი: „კობი ბრაიანტი ნომერ პირველი კალათბურთელია, ჯორდანი – მეორე“
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა ნიკ იანგმა განაცხადა, რომ კობი ბრაიანტი მიაკლ ჯორდანზე უკეთესო კალათბურთელია.
„კობი პირველია, ჯორდანი – მეორე. ეს ჩემი აზრია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბრაიანტი ჩემი თანაგუნდელია. ვინც მიცნობს, იცის, რომ ამას აქამდეც ვამბობდი.
მეგობრებთან ამ თემაზე ხშირად ვკამათობთ. ვიტყვი, რომ რაღაც ეტაპზე ჩემთვის ტრეისი მაკგრეიდი „მამბაზე“ უეკთესი იყო. თუმცა ამ ადამიანთან ხუმრობა არ შეიძლება“, – დაწერა იანგმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.