“ბოკა ხუნიორსის” მეკარეს თავი გაუტეხეს (ვიდეო)

კოპა სუდამერიკანას ეგიდით “როსარიო ცენტრალსა” და “ბოკა ხუნიორს” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მატჩის მიმდიანრეობისას მასპინძელი გუნდის ქომაგმა “ბოკას” მეკარე აგუსტინ ორიონს ტრიბუნიდან ნასროლი საგნით (სავარაუდოდ, ქვით) თავი გაუტეხა. კიპერს მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მანაც მატჩის სრულად ჩამთავრება შეძლო.

შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.