ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი — D ჯგუფის მდგომარეობა I ტურის შემდეგ

ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:2) გარდა კიდევ ორი შეხვედრა შედგა: დორტმუნდში გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ტომას მიულერის დუბლის წყალობით შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ბრიტანელთაგან გოლი იკეჩი ანიამ გაიტანა.

პორტუგალიის ქალაქ ფარუში გიბრალტარის ნაკრებმა პოლონეთის ეროვნული გუნდი მიიღო და ანგარიშით 0:7 განადგურდა. გოლები გაიტანეს: გროსიცკი (11′, 48′); ლევანდოვსკი (50′, 53′ 86′, 90+2′); შუკალა (58′).

ჯგუფის მეორე ტური 11 ოქტომბერს გაიმართება:

შოტლანდია — საქართველო
ირლანდია — გიბრალტარი
პოლონეთი — გერმანია

ამ დროისთვის D ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:

# გუნდი გატ მიღ +/-
1 პოლონეთი 1 1 0 0 7 0 +7 3  
2 გერმანია 1 1 0 0 2 1 +1 3  
3 ირლანდია 1 1 0 0 2 1 +1 3  
4 საქართველო 1 0 0 1 1 2 -1 0  
5 შოტლანდია 1 0 0 1 1 2 -1 0  
6 გიბრალტარი 1 0 0 1 0 7 -7 0