რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ მას რუუდ ვან ნისტელროი ეხმარებოდა გოლების გატანაში.
ვან პერსი რუუდთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა გუუს ჰიდინკის დროს, რომელმაც რუუდი თავდამსხმელების მწვრთნელად აიყვანა.
“წითელი ეშმაკების” რიგებში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუუდმა 219 შეხვედრაში 150 გოლი გაიტანა და იგი ჰოლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელისთვის, რობინ ვან პერსისთვის მისაბაძი მაგალითი გახლდათ.
“თუ კი მსოლფიოში მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს რაიმე მასწავლოს, ეს რუუდისა და პატრიკ კლუივერტის კალიბრის მოთამაშეები არიან.” – განაცხადა 31 წლის ვან პერსიმ, რომელსაც 48 გოლი აქვს გატანილი “იუნაიტედის” რიგებში.
“რუუდი მომენტის დასრულების ხელოვნებას ფლობს.”
“ჰოლანდიის ნაკრებში პარასკევს ღამით იტალიის წინააღმდეგ შანსი ვერ გამოვიყენე. ვიდეო განმეორებაში მან მაჩვენა, რომ ჩემი მხრები ზუსტად გოლისკენ არ იყო მიმართული როცა საჯარიმოს კუთხეში ბურთი მივიღე.”
“ის სიკვდილამდე მართალი იყო. ბურთი იმას აკეთებდა, რასაც ჩემი სხეული კარნახობდა.”
“შემდეგში ამ დეტალს ყურადღებას მივაქცევ.”
წყარო: მანჩსეტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/