ბრაზილიის ნაკრებმა ჰაიტი გაანადგურა (ვიდეო)

9 ივნისს, კოპა ამერიკის მეორე ტურის მატჩში ერთმანეთს ბრაზილიისა და ჰაიტის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა, დაახლოებით 15 წუთში მან თავი ისევ გამოიჩინა, პირველ ტაიმში ბოლო გოლი კი რენატო ავგუსტომ გაიტანა.

მეორე ნახევარი 14 წუთის დაწყებული იყო, როცა გაბრიელმა ჰაიტელთა კარი დალაშქრა, რასაც მალე ლუკას ლიმას გოლი მოჰყვა. ჰაიტის ნაკრებმა ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გაიტანა – მარსელინმა ალისონის კარი აიღო. 86-ე წუთზე რენატო ავგუსტომ დუბლი, ხოლო მატჩის ბოლოს კოუტინიომ ჰეთ-თრიქი მიითვალა და საბოლოო ანგარიში (7:1) დააფიქსირა.

ალექსის სანჩესის აცილება ჰაიტისთან მატჩში

ჩილესა და ჰაიტის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ალექსის სანჩესმა ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.