გურამ კაშია: “პოლონეთის შეტევა ძალიან ძლიერია”

დღეს საღამოს ვარშავაში პოლონეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების და “ვიტესის” მცველმა, გურამ კაშიამ გააკეთა.

“გუნდში ბევრი სიახლეა და მოახლოებული შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ მატჩთან შედარებით ბევრი ახალი მოთამაშეა, რომლებიც მაქიმუმის გაკეთებას ეცდებიან. პოლონეთთან წარმატებას ჩვენთვის სამომავლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. 

მეტოქის შეტევა ძალიან ძლიერია. ლევანდოვსკის და მილიკის შეჩერება იოლი ამოცანა არ არის. თუმცა, ჩემმა “ვიტესმა” მილიკის “აიაქსს” 4:0 სძლია. ასე რომ, თბილისში პოლონეთთან მარცხის შემდეგ, ჩვემი პირადი ბალანსი 4:4-ია” 

გურამ კაშიამ “ჰერენვენს” გაუტანა (ვიდეო)

31 მაისს, ჰოლანდიის ჩემპიონატში, “ვიტესსა” და “ჰერენვენს” შორის გამართულ მატჩში, მე-11 წუთზე ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გაათანაბრა.

“ვიტესის” მოულოდნელი მარცხი

ჰოლანდიის ჩემპიონატის 32-ე ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესი” “ადო დენ ჰააგს” ესტეუმრა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

კაშიაც და ყაზაიშვილიც არნემელთა ძირითადში იყვნენ. გურამმა მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ყაზაიშვილს 63 წუთი აკმარეს.

32 ტურში მოპოვებული 54 ქულით “ვიტესი” მეოთხე ადგილზეა, თუმცა, შესაძლოა, პოზიცია ტურის დასრულებამდე დაკარგოს.

“ვიტესი” წინ მიიწევს

შესანიშნავ წაუგებელ სერიას აგრძელებს არნემის “ვიტესი”, რომელმაც უკანასკნელი 9 შეხვედრიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულდა.

გუშინ, ერედივიზიონის 28-ე ტურის ფარგლებში არემელებმი “გოუ ეჰედ იგლზს” ესტუმრნენ და დამაჯერებელი გამარჯვები, 2:0 მოიპოვეს.

“ვიტესის” ორივე ქართველი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მატჩი სრულად ჩაატარეს.

 

“ვიტესმა” კაშიას გარეშე ვერ მოიგო

ჰოლანდიის ჩემპიონატის 26-ე ტურში არნემის “ვიტესი” ალმელოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ჰერაკლესს” დაუზავდა. სტუმრები ტრაორეს მიერ 21-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება 94-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო ვერ შეძლეს.

“ვიტესის” შემადგენლობაში არ უთამაშია გუნდის კაპიტან გურამ კაშიას, რომელიც შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. ვაკო ყაზაიშვილი კი ძირითადში იყო და 70 წუთი ითამაშა.

26 შეხვედრაში მოპოვებული 41 ქულით არნემის “ვიტესი” მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

 

“ვიტესის” გამარჯვება და კაშიას საგოლე

ჰოლანდიის ჩემპიონატის 25-ე ტურში “ვიტესმა” “ზვოლეს” უმასპინძლა. შეხვედრა არნემელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მასპინძელთა ორივე ქართველი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მოედანზე 90 წუთი გაატარეს. კაშიამ 34-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, 59-ზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ამ გამრჯვებით შემდეგ “ვიტესი” 40 ქულით მე-5 ადგილზეა.

კაშიას და ყაზაიშვილის 90 წუთი და გამარჯვება

ჰოლანდიის ერედივიზიონის 23-ე ტურში არნემის “ვიტესმა” “ვილემ II-ს” უმასპინძლა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით სძლია.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებმაც მატჩი სრულად ჩაატარეს.

23 ტურის შემდეგ “ვიტესი” 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

“ვიტესმა” “აიაქსს” კაშიას გარეშე სძლია

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ვიტესმა” ამსტერდამის “აიაქსს” უმასპინძლა და წარუამტებელი სერიის შეწყვეტა ძლიერი მეტოქის დამარცხებით შეძო.

მასპინძებმა მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. გამარჯვების გოლის ავტორი კი მატჩის 85-ე წუთზე უროშ ჯურჯევიჩი გახდა, რომელიც მოედანზე 2 წუთის შემოსული იყო. მასთან ერთად მოედანზე კელვინ ლირდამიც შევიდა, რომელაც ძირითადში მყოფი ვაკო ყაზაიშვილი შეცვალა. გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ, შეხვედრა დისკვალიფიკაციი გამო გამოტოვა.

20 ტურის შემდეგ “ვიტესი” 25 ქულით მეათე პოზიციაზეა, ხოლო “აიაქსი” მეორეზე და ლიდერ პსვ-ს 9 ქულით ჩამორჩება.

კაშიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში არნემის “ვიტესი” “ჰერენვენს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. არნემელემა საკუთარ კარში 4 გოლი მიიღეს, რასაც მატჩის ბოლოს გურამ კაშიას მიერ გატანილი პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

ქართველმა მცველმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე ითამაშა, ისევე როგორც “ვიტესის” მეორე ქართველმა, ვაკო ყაზაიშვილმა.

 

გურამ კაშიამ გულშემატკივრებს ახალი წელი ქართულად მიულოცა (ვიდეო)

არნემის “ვიტესის” ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ვიტესმა კვლავ მოიგო

ჰოლანდიის თასზე “აიაქსის” განადგურების შემდეგ “ვიტესმა” ჩემპიონატშიც შეწყვიტა მოუგებელი სერია.

არნემელებმა გუშინ საკუთარ მოედანზე “ჰერაკლესს” უმასპინძეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. 25-დან 43-ე წუთის ჩათვლით სტუმართა კარი ტრაორემ (დუბლი) და ლაბიადმა დალაშქრეს.

“ვიტესის” შემადგენლობაში იყო გუნდის ორივე ქართველი ფეხბურთელია. ვაკო ყაზაიშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო გურამ კაშიამ 81-ე წუთზე მოედანზე ადგილი კელვინ ლეერდამს დაუთმო.

ვიტესის შთამბეჭდავი გამარჯვება ამსტერდამში

ჰოლანდიის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში არნემის “ვიტესი” ამსტერდამს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “აიაქსს” დაუპირსპირდა.

შეხვედრა მოულოდნელი შედეგი, სტუმართა გამანადგრუდებელი გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ვიტესის” რიგებში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს. ამ უკანაკსნელმა საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაც მოახერხა და “აიაქსის” კარში გოლი კვლავ გაიტანა. გურამ კაშიამ კი არნემელები მოედანზე ტრადიციულად, კაპიტნის სამკალვურით გაიყვანა.