გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
ინტერს როლანდუ სურს
მილანის “ინტერი” “პორტუდან” როლანდუს ზამთარში შეიძენს. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო, შესაძლოa, ფეხბურთელი მილანურ კლუბში სულ რაღაც 2 მილიონ ევროდ აღმოჩნდეს.
ევეტრონი ნინისით დაინტერესდა
საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველი სოტირის ნინისი, შესაძლოა, “ევერტონის” ფეხბურთელი გახდეს. ამჟამად 24 წლის ბერძენი თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში უფასოდ შეუძლია გადასვლა.
ბარსელონა გაბიგოლს აკვირდება
“ბარსელონა” “სანტოსის” 18 წლის ტალანტს, გაბიგოლს აკვირდება. კატალონიურ გუნდს ფეხბურთელის შეძენის უპირატესობა აქვს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს “ბარსელონამ” “სანტოსიდან” ნეიმარი შეიძნა.
ბენფიკასთან მოლაპარაკებებში ჟონასის აგენტი ჩაერთო
ჟონასის აგენტი “ბენფიკასთან” მოლაპარაკებების გასამართად ლისაბონში ჩავიდა. პორტუგალიური პრესის ცნობით ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ანელკა ინდოეთში მიდის
ინდური კლუბი “პუნე” ნიკოლა ანელკასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში 35 წლის ანელკა ახალ კლუბში დავიდ ტრეზეგეს თანაგუნდელი გახდება.