გია ცეცაძე: “ამ წარმატებაში გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა”

საქართველის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2016 წლის სეზონის გადამწყვეტი მატჩი “დინამო არენაზე” შედგა, სადაც საჩხერის “ჩიხურასა” და “სამტრედიას” შორის საჩემპიონო პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. მეორე მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 4:2) და “სამტრედია” საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ჩემპიონი გუნდის თავკაცი გია ცეცაძე წარსდგა.

“ორი მატჩის ჯამში ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის, ჩემი ბევრი ფეხბურთელისთვის, გუნდისთვის პირველი საჩემპიონო ტიტული იყო და განსაკუთრებული ემოცია მაქვს, რომლის გამოხატვაც მიჭირს. შარშანდელთან შედარებით ნაბიჯი წინ გადავდგით. შეკრებები უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით, როდის დაიწყება ჩემპიონატი. ამიტომ, ჯერ მოსამზადებელი ეტაპის გეგმა არ არის. ჩემპიონატის დაწყების თარიღის დანიშვნის შემდეგ მოსამზადებელ ეტაპს დავგეგმავთ. შედეგი განაპირობა პირველმა თამაშმა. განსაკუთრებით პირველი მატჩის პირველმა ტაიმმა აჩვენა ჩვენი გუნდის სტრატეგია ამ დაპირისპირებაში. ეს გამარჯვება მთლიანმა გუნდმა მოიტანა. გუნდში ერთიანობა იგრძნობა. ზივზივაძე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ პენალტი არაბულს დაუთმო. ესეც აჩვენებს იმას, რაოდენ დიდი ერთიანობაა გუნდში. თითქმის ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება. რაც უფრო დიდია კონკურენცია გუნდში, მით უკეთესი. გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება. გუნდი მხოლოდ 11 კაცი არ არის. ვინც შესანარჩუნებელია, ვეცდებით, რომ ის ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. 2015 წლის ზაფხულში შეიქმნა ეს გუნდი და მიზანმიმართულად დავიწყეთ მუშაობა, პროგრესი ყველა ფეხბურთელს ეტყობა. სამტრედიაში არ იყო გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ამიტომ, კარგი გაგებით, ცარიელი ადგილიდან დავიწყეთ მუშაობა. ამ გუნდის წარმატებაში ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ცეცაძემ.

გია ცეცაძე: “გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაშით უკმაყოფილო ვარ”

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “სამტრედიასა” და “გაბალას” შორის უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა და ქართული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შესახებ ისაუბრა “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

“პირველ რიგში, მეტოქეს მომტევნო ეტაპზე გასვლას ვულოცავ. დღევანდელი მატჩი კი მოვიგეთ, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან. მე კი კმაყოფილი ვიქნებოდი 4:0 გამარჯვების შემთხვევაში.

მომდევნო ეტაპზე “გაბალა” გავიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერია. მეტოქე გუნდს გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, ჩვენთან კი ახალგაზრდები და ნაკრების პოტენციური ფეხბურთელები თამაშობენ.

ბაქოში უხეში შეცდომების გამო დავმარცხდით, დღეს კი სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ. ჩვენი შეცდომები დავინახეთ, ეს გაკვეთილად გამოგვადგა”, – აღნიშნა ცეცაძემ.

საქართველოს თასის ფინალი: “დინამო თბილისი” vs “სამტრედია” (გუნდების შედარება)

სულ ცოტა დრო რჩება დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის დაწყებამდე. ქვეყნის თასისთვის ერთმანეთს “დინამო თბილისი” და “სამტრედია” შეეცილებიან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

გთავაზოიბთ გუნდების შედარებით მონაცემებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი
26 მაისი
19:00 სთ.
„დინამო თბილისი
 „სამტრედია
Dinamo Tbilisi

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 87 პროცენტი თვლის, რომ მატჩს მოიგებს “დინამო”.

 

 

 

 

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 5 პროცენტი თვლის, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდება.

Samtredia

 

Fanebi.com-ის მომხმარებელთა 8 პროცენტი თვლის, რომ მატჩს მოიგებს “სამტრედია”.

მსაჯები: მარკო ფრიტცი, კრისტიან დიცი, დომენიკ შაალი (გერმანია)

 

 

მთავარი
მწვრთნელი:
 გია გეგუჩაძე (49 წლის)

„მიხეილ მესხი, თბილისი

Mikheil Meskhi Stadium

 

 

მთავარი
მწვრთნელი:
 ზაზა ზამთარაძე (38 წლის)

Gia Geguchadze

ურთიერთშეხვედრები:

„სამტრედია“ 0:1 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა,
22.02.2015)
;

„დინამო“ 2:0 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა, 10.08.2014);

„სამტრედია“ 1:2 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა, 08.05.2011);

„დინამო“ 7:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა,
11.03.2011)
;

„სამტრედია“ 1:0 „დინამო“ (უმაღლესი ლიგა, 21.11.2010)

Zaza Zamtaradze



ბოლო მატჩები:

„დინამო თბილისი“ 3:0 „ჩიხურა“ (უმაღლესი ლიგა,
22.05.2015);

„გურია“ 2:2 „დინამო თბილისი“ (უმაღლესი ლიგა, 17.05.2015);

„დინამო თბილისი“ 7:0 „ზუგდიდი“ (უმაღლესი ლიგა,
13.05.2015);

„დინამო ბათუმი“ 0:0 „დინამო თბილისი“ (უმაღლესი ლიგა,
09.05.2015);

„დინამო თბილისი“ 3:2 „ტორპედო“ (უმაღლესი ლიგა, 02.05.2015)

 

გუნდის
საერთო ღირებულება:
 6.500.000 ევრო

ბოლო მატჩები:

„სამტრედია“ 4:2 „მერანი“ (უმაღლესი ლიგა,
22.05.2015);

„ჩიხურა“ 2:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა,
17.05.2015);

„სამტრედია“ 0:1 „დილა“ (უმაღლესი ლიგა,
13.05.2015);

„გურია“ 3:1 „სამტრედია“ (უმაღლესი ლიგა, 09.05.2015);

„სამტრედია“ 1:1 „კოლხეთი“ (უმაღლესი ლიგა, 02.05.2015)

გუნდის
საერთო ღირებულება:
 5.000.000 ევრო

ყველაზე
ძვირადღირებული ფეხბურთელი:
 მანუელ ონვუ, გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე (500.000 ევრო)

ამინდი:

cloud

მოღრუბლული

ყველაზე
ძვირადღირებული ფეხბურთელი:
 თორნიკე გორგიაშვილი
(375.000 ევრო)

 

შორტზე 19, მაისურზე 20 ნომერი

საქართველოს უმაღლესი ლიგის V ტურში “ზესტაფონისა” “სამტრედიას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას უჩვეულო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის კაპიტან გიორგი მელქაძეს მაისურზე სათამაშო ნომერი აღარ ეტყობოდა, რის გამოც მას მთავარმა არბიტრმა ფორმის გამოცვლა მოსთხოვა. მელქაძეს 19-ის ნაცვლად 20-ნომრიანი მაისური ჩააცვეს, შორტზე 19 ნომერი ეწერა, მაისურზე კი – 20.

მატჩი “სამტრედიას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გთავაზობთ ამ უჩვეულო ფაქტის ამსახველ ვიდეოს.