ვიქტორ სანიკიძემ “უნიკსის“ შემადგენლობაში მესამე და საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლიტვაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ყაზანური გუნდი ამჯერად სოლიდურ ოპონენტს – ვილნიუსის „ლიეტუვოს რიტასს“ შეხვდა და მიუხედავად მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი 3 მეოთხედისა,საბოლოოდ 92:75 გაანადგურა.
სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა და 11 მოხსნა. ბომბარდირობა კი ამერიკელმა ჯეიმს უაიტმა და რუსმა პიოტრ გუბანოვმა გაიყვეს, რომლებმაც 17-17 ქულა დააგროვეს. ყაზანელთათვის ეს გახლდათ მესამე სპარინგ -მატჩი და მესამე გამარჯვება.აქამდელ 2 შეხვედრაში სანიკიძემ 13-13 ქულა დააგროვა.
ამით რუსულმა გუნდმა ლიტვური შეკრება დაასრულა და გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც მომავალ უქმეებზე ოთხთა ტურნირი გახლავთ დაგეგმილი.შაბათს ნახევარფინალებია შედგება, კვირას კი, მატჩი მე-3 ადგილისთვის დაფინალი. უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში “უნიქსი” თურქული “ბანვითს”გაეჯიბრება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი გერმანული გუნდები – “ბროზებასკეტსი” და “მიტელდოიჩერი” იბრძოლებენ.
gbf.ge