კარაგერი ბალოტელის გამოეხმაურა

“ლივერპულის” ყოფილი მცველი და ამჟამად ფეხბურთის ექსპერტად მომუშავე ჯეიმი კარაგერი მარიო ბალოტელის გამოეხმაურა, რომელმაც ინგლისელი ცუდ ფეხბურთელად და თავგამოდებულ მოძულედ მოიხსენია.

“ნიცაში” მყოფ ბალოტელის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა კარაგერმა.

კარაგერი: “სიამოვნებით ჩავიბარებ “ევერტონს”, რათა ჩემპიონშიფში დავაქვეითო”

გუშინ “ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მარტინესი გაათავისუფლა. ბუქმეიქერებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება, თუ ვინ ჩაიბარებს “კანფეტებს”. მოულოდნელად საკმაოდ მაღალი შანსი მიაკუთვნეს “ლივერპულის” ყოფილ მცველ ჯეიმი კარაგერს (66/1). ინგლისელი “ევერტონის” შესაძლო ჩაბარებას იუმორნარევი კომენტარით გამოეხმაურა.

“სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა ჩემპიონშიფში დაგაქვეითოთ”, – დაწერა სოციალურ ქსელში კარაგერმა.

კარაგერი: “ლესტერმა” საჩემპიონო თამაში აჩვენა”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა აღნიშნა, რომ “ლესტერ სიტიმ”, მარცხის მიუხედავად (1:2), ლონდონის “არსენალთან” საჩემპიონო თამაში აჩვენა.

“დაივიწყეთ ბოლო წუთზე გაშვებული გოლი, “ლესტერმა” საჩემპიონო თამაში აჩვენა.
ისინი “ემირეითსზე” დამსახურებულად იგებდნენ 1:0, შემდეგ კი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. რა დრო გავიდა მანამდე, სანამ “არსენალი” კარში დაარტყამდა? “ლესტერის” ფეხბურთელებმა ჩემპიონებივით ითამაშეს, თუმცა არ გაუმართლათ”, – აღნიშნა კარაგერმა.

 

კარაგერი: “ლივერპულის” ფანებმა მთელ საფეხბურთო საზოგადოებას სიგნალი მისცეს”

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი მერსისაიდულ კლუბსა და ფანებს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში “სანდერლენდის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (2:2) 77-ე წუთზე “ლივერპულის” ქომაგების დიდმა ნაწილმა მატჩზე დასასწრებ ბილეთებზე დაწესებული მაღალი ფასი გააპროტესტა და ამის ნიშნად სტადიონი დატოვა.

“რატომ უნდა გახდეს სტადიონზე მისვლა რაღაცით ელიტარული? რატომ არ შეუძლია რიგით დასაქმებულ ადამიანს მატჩზე დასწრება? ეს არასამართლიანია.
რაც მატჩის დროს მოხდა, კარგი სანახავი ნამდვილად არ ყოფილა. სტადიონზე ქომაგებმა ერთმანეთთან დაიწყეს ჩხუბი. 2010 წელი გამახსენდა, როდესაც გუნდში განხეთქილება იყო. დაუშვებელია ამ სიტუაციის განმეორება. “ლივერპულის” ფანებმა ერთი უბრალო საპროტესტო აქცია კი არ ჩაატარეს, მათ მთელ საფეხბურთო საზოგადოებას სიგნალი მისცეს”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს “დეილი მეილი”.

 

კარაგერი “ბარსელონას” ვარჯიშს დაესწრო

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი “ბარსელონას” დღევანდელ ვარჯიშს დაესწრო. ვიზიტის მიზანი არ სახელდება, თუმცა ცნოილია, რომ 38 წლის ინგლისელი ლუის სუარესს, ივან რაკიტიჩს, ხავიერ მასკერანოსა და ლიონელ მესის გაესაუბრა.

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ესპანეთის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ვალენსიას” განადგურების (7:0) შემდეგ დღეს პირველად ივარჯიშეს.

კარაგერი: “ლივერპულს” იოზილის დამატებას ჯერ კიდევ 2009 წელს ვურჩევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ მერსისაიდულ გუნდს მესუთ იოზილის დამატებას ჯერ კიდევ 2009 წელს ურჩევდა. იმ დროს გერმანელი ფეხბურთელი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, იოზილი მადრიდის “რეალში” აღმოჩნდა, შემდეგ კი კარიერა ლონდონის “არსენალში” გააგრძელა.

“ვნახე, 2009 წელს როგორც ბრწყინავდა იოზილი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში, როდესაც გერმენელებმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. სტივენ ჯერარდს ვუთხარი, რომ იოზილი უნდა მოგვეწვია. მაშინ იგი “ვერდერის” ღირსებას იცავდა და ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო გადმობირება. იოზილმა სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოახდინა შთაბეჭდილება, რის შემდეგაც მას ყურადღება “რეალმა” მიაქცია”, – კარაგერის კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

კარაგერმა ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხების (1:3) შემდეგ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა.

“მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ საჭირო იყო ორი ცენტრალური თავდამსხმელის დაყენება, ნახევარმცველები კი რომბისებრად უნდა განლაგებულიყვნენ, თუმცა როჯერსმა მაინც 4-3-3 ფორმაცია არჩია.

უბრალოდ არ მესმის, რა აზრი აქვს შეტევის ფლანგზე დანი ინგსის დაყენებას. იგი ამ პოზიციიდან ბენტეკეს ვერ ეხმარება.

შეხედეთ, რამდენი სუფთა თავდამსხმელი ჰყავს “ლივერპულს”. სამაგიეროდ, ფლანგის შემტევები არ გვყავს. ფირმინიო ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელი არ არის, ორიჯი ცენტრფორვარდია და იგივე ამპლუისაა დანიელ სტარიჯი. ასე რომ, ვერ ვიგებ, რატომ ათამაშებ როჯერსი გუნდს 4-3-3 სქემით.

ბრენდან როჯერსმა თავიდანვე 4-3-3 ფორმაცია აირჩია და ამ სქემამ არ გაამართლა. როდესაც “ლივერპულს” საუკეთესო სეზონი ჰქონდა, გუნდი ორი თავდამსხმელით თამაშობდა. როჯერსმა ბევრი ცენტრფორვარდი მოიყვანა, არ დაიმატა ფლანგის შემტევები და ამ დრომდე 4-3-3 სქემით აგრძელებს თამაშს”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo.

 

“ჩელსი” კარაგერის მისამართით: “ეს მათ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვთ” (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც მსაჯებთან მოკამათე ჯეიმი კარაგერი და გრემ სუნესი არიან გამოსახულნი.

“ეს მათ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვთ…”, – ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული ფოტოს.

შეგახსენებთ, რომ კარაგერმა და სუნესმა, რომელიც “სქაი სპორტსში” ექსპერტებად მუშაობენ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (2:2) ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაძევებისას ინგლისური გუნდის ფეხბურთელთა ქმედება გააკრიტიკეს. სწორედ ამ კრიტიკის პასუხია აღნიშნული ფოტოც.

Critice

კარაგერმა საკუთარ გუნდში დროგბა მიიწვია

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” საქველმოქმედო მატჩის ჩატარებას აპირებს.

შეხვედრა 29 მარტს, “ენფილდ როუდზე” ჩატარდება და მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი შეარჩევენ. სწორედ ჯერარდი და კარაგერი უკაპიტნებენ მოედანზე გამოსულ გუნდებს.

ცნობილია კარაგერის გუნდიც, რომელიც ასე გამოიყურება:

პეპე რეინა (“ბაიერნი”, გერმანია), ჯეიმი კარაგერი, ალვარო არბელოა (“რეალი”, ესპანეთი), მარტინ კელი (“კრისტალ პალასი), რაულ მეირელეში (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), ჯონჯო შელვი (“სუონსი სიტი”), ლუის გარსია (“ატლეტიკო კალკუტა”, ინდოეთი), კრეიგ ნუნი (“კარდიფ სიტი”), დიდიე დროგბა (“ჩელსი”), დირკ კიუიტი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), კრეიგ ბელამი.

საკუთარი გუნდი დაასახელა სტივენ ჯერარდმაც.

 

ჯერარდმა საკუთარ გუნდში ტერისა და ანრის უხმო

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” საქველმოქმედო მატჩის ჩატარებას აპირებს.

შეხვედრა 29 მარტს, “ენფილდ როუდზე” ჩატარდება და მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი შეარჩევენ. სწორედ ჯერარდი და კარაგერი უკაპიტნებენ მოედანზე გამოსულ გუნდებს.

ჯერარდმა უკვე დაასახელა საკუთარი გუნდი, რომელიც ასე გამოიყურება:

ბრედ ჯონსი (“ლივერპული”), იონ არნე რიისე (აპოელი, კვიპროსი), ჯონ ტერი (“ჩელსი”), სტივენ უორნოკი (“დერბი ქაუნთი”), რაიან ბაბელი (“ქასიმფაშა”, თურქეში), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”, გერმანია), კევინ ნოლანი (“ვესტ ჰემი”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფერნანდო ტორესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტიერი ანრი.

 

კარაგერმა “მანჩესტერ იუნაიტედი” და ვან გაალი დაიცვა

“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტი და “დეილი მეილის” მესვეტე ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ კრიტიკა უმართებულოა.

“თუ გგონიათ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საკუთარ თავს ატყუებთ. კლუბმა ტრანსფერებში 150.2 მილიონი ფუნტი დახარჯა, ავტორიტეტული მთავარი მწვრთნელი მოიყვანა, თუმცა “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტიზე” წინ დადგომის შანსი არ ჰქონია.

ზოგიერთები ისე საუბრობენ, რომ აშკარაა, მათ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხილვა სატურნირო ცხრილის ლიდერად სურდათ და არა – საუკეთესო ოთხეულისთვის მებრძოლად.

van Gaal

გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედმა” მეშვიდე პოზიცია დაიკავა, გუნდს განახლება სჭირდებოდა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ კლუბმა ბევრი დახარჯა. “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონი გახდა, თუმცა ახალი ფეხბურთელებისთვის 88 მილიონი ფუნტი გამოყო. “ლივერპულმა”, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, 114 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ასე რომ, ეს საკამათო საკითხია.

ვან გაალის მიმართ კრიტიკა მესმის. ამბობენ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” არ თამაშობს, გუნდს უბრალოდ უმართლებს. ფაქტია, რომ გუნდს შედეგი აქვს. როდესაც “ჩელსი” იგებს, ჟოზე მოურინიოს ყველა მაღალ შეფასებას აძლევს, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვების შემთხვევაში, ვან გაალთან მიმართებაში ასე არ ხდება. ჰოლანდიელი სპეციალისტი თავის გზას ადგას და ბევრი ამას ვერ ხვდება”, – დაწერა “დეილი მეილისთვის” კარაგერმა.

 

კარაგერმა ჯერარდის გადაწყვეტილება შეაფასა

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა მერსესაიდელთა კაპიტნის სტივენ ჯერარდის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ზაფხულში გუნდიდან წასვლა დაადასტურა. თავისი აზრი ლივერპულელთა ექს-მცველმა სოციალურ ქსელ ტვიეტერზე გამოთქვა.

„ლივერპულისთვისა“ და ინგლისური ფეხბურთისთვის ეს ძალიან ცუდი დღეა. ვფიქრობ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერარდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – დაწერა კარაგერმა.