ზაჰა: “ის ჩემი კუმირია!”

“კრისტალ პალასის” შემტევმა, ვილფრიდ ზაჰამ სულ ცოტა ხნის წინ კოტ დ’ივუარის მოქალაქეობა მიიღო და სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებში იასპარეზებს. 24 წლის ფეხბურთელი ჟურნალისტებს ესაუბრა და მან პრემირ ლიგაში საკუთარ კუმირად დიდიე დროგბა დაასახელა. ეს უკანასკნელი სწორედ კოტ დ’იუვარის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა წლების განმავლობაში.

“დროგბა პრემირ ლიგაში ჩემი კურმირია. ის “ჩელსის” მაისურით საოცრებებს ახდენდა. ნებისმიერ მცველს უჭირდა მისი შეჩერება, რადგან ალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო მოედანზე.” – განაცხადა ზაჰამ

ვილფრიდ ზაჰას ბრწყინვალე ფინტი “ნორვიჩთან” მატჩში (ვიდეო)

8 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩსა” და “კრისტალ პალასს” შორის გამართულ მატჩში (1:3), ვილფრიდ ზაჰამ შესანიშნავი ფინტი გააკეთა.

ზაჰა: “ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “კრისტალ პალასში” განათხოვრებული ვილფრიდ ზაჰა იმედოვებს, რომ ადრე თუ გვიან “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდება.

“მინდა, რომ “კრისტალ პალასში” კარგად ვითამაშო და შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედში” დავბრუნდე. მე ალექს ფერგიუსონმა მიყიდა, თუმცა მას შემდეგ გუნდში მოსულ მწვრთნელებს ფეხბურთზე სხვა შეხედულებები აქვთ. ამიტომ, გარკვეული ხნით კლუბის დატოვება მომიხდა, თუმცა ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”, – ციტირებს ზაჰას სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

ვილფრიდ ზაჰას ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.