მადრიდის „რეალი“ რადულიცათი დაინტერესდა

ცნობილი ინსაიდერის დევიდ პიკის ცნობით, მიროსვალ რადულიცა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, ევროპის წამყვანი საკალათბურთო კლუბების ხელმძღვანელთა შორის პოპულარობით სარგებლობს. „მილუოკი ბაქსის“ ექს-მოთამაშით ესპანეთის ერთ-ერთი ძლიერი კლუბი მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ რადულიცა თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც იგი „კლიპერსიდან“ გაუშვეს, სადაც მოთამაშე „მილუოკისთან“ გაცვლის შედეგად აღმოჩნდა.
განვლილ სეზონში 26 წლის სერბმა ცენტრმა „ბაქსის“ მაისურით 48 შეხვედრა ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 3,8 ქულა, 2,3 მოხსნა და 0,5 გადაცემა შეადგინა.
Milwaukee Bucks v Cleveland Cavaliers