კრის ანდერსენის ჩატენვა „სან-ანტონიოსთან“ მატჩში

„სან-ანტონიო სპურსთან“ მატჩში „მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა კრის ანდერსენმა ჩინებული დანკი შეასრულა, როდესაც მცველ ტაილერ ჯონსონის მიერ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ბურთი მოხსნა და, მარკო ბელინელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მეტოქის ფარში ჩატენა.

ცნობისთვის, „მაიამიმ“ ანგარიშით 81:95 წააგო.

კრის ანდერსენი თავისუფალი აგენტი გახდება

„იაჰუ სპორტსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, „მაიამი ჰიტის“ ცენტრი კრის ანდერსენი კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს, რომლის მიხედვითაც, მას კონტრაქტის გაწყვეტისა და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადასვლის უფლება ექნება.

ამავე დროს, გამორიცხული არ არის, ანდერსენმა ფლორიდელებთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

რეგულარული ჩემპიონატის 72 მატჩში ანდერსენის საშუალო მონაგარმა 6,6 ქულა, 5,3 მოხსნა და 1,3 ბლოკშოთი შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანდერსენი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს

„მაიამის ცენტრმა“ კრის ანდერსენმა განაცხადა, რომ მოთამას კარიერის დასრულებაზე იგი ჯერჯერობით არ ფიქრობს.
35 წლის ანდერსენის თქმით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში იგი კიდევ 3-4 წლით აპირებს თამაშს. გარდა ამისა, ცენტრმა აღნიშნა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს, ხოლო პაუზამ, რომელიც მას ორი წლის წინ ჰქონდა, მას თამაშის დიდი ხნით გაგრძელების საშუალება მისცა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ანდერსენმა 20 მატჩი ჩაატარა, რომელბშიც მისმა საშუალო მონაგარმა 6,6 ქულა და 4,3 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი