“ბარსელონას” საწვრთნელ ბაზას ვილანოვას სახელი დაერქმევა

“ბარსელონას” ბაზას სახელი გადაერქმევა და ტიტო ვილანოვას პატივსაცემად კატალონიური გუნდის ყოფილი თავკაცის სახელობისა გახდება.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვა ამა წლის 25 აპრილს ონკლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. ის ორი წლის განმავლობაში სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეს ებრძოდა. ტიტო ვილანოვა 45 წლისა იყო.

დღეს “ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა, რომ კლუბის საწვრთნელ ბაზას ვილანოვას სახელი დაერქმევა.