ტიმ ვიზე ფეხბურთში დაბრუნებას არ გამორიცხავს

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ტიმ ვიზემ, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ რესლერის კარიერა დაიწყო, აღნიშნა, რომ შესაძლოა, მომავალში ფეხბურთში დაბრუნდეს.

„ფეხბურთი და ბუნდესლიგა მენატრება, რადგან თამაშისგან ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა მაკლდა, რის გამოც დაბრუნება გამიჭირდებოდა. საჭიროა სიტუაციის რეალურად შეფასება. ახლა მხოლოდ რესლინგზე ვფიქრობ, მაგრამ არავინ იცის, თუ რა შეიძლება მოხდეს ერთ ან ორ წელიწადში“, – განაუცხადა ვიზემ „სკაი სპორტს“.

ტიმ ვიზე რესლინგში ოფიციალურად წარადგინეს (ვიდეო, ფოტოები)

ბრემენის “ვერდერისა” და გერმანის ნაკრების ყოფილი მეკარე ტიმ ვიზე, რომელიც პროფესიული კარიერის შემდეგ ბოდიბილდინგით დაკავდა, გუშინ რესლინგში ოფიციალურად წარადგინეს. 32 წლის სპორტსმენის წარდგენა ფრანკფურტში შედგა.

გერმანელი ამბობს, რომ მას ძალიან აინტერესებს სპორტის ეს სახეობა.

 

Tim Wiese2

Tim Wiese

Tim Wiese3

Tim Wiese4

Tim Wiese5

 

ტიმ ვიზე რესლინგში მიდის

ბრემენის “ვერდერისა” და გერმანის ნაკრების ყოფილი მეკარე ტიმ ვიზე უახლოეს პერიოდში რესლინგის მსოფლიო ფედერაციასთან კონტრაქტს გააფორმებს. გერმანელი ამბობს, რომ მას ძალიან აინტერესებს სპორტის ეს სახეობა.

“მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გავმართავთ. ვნახოთ, რას შემომთავაზებენ. გერმანიაში რესლინგს დასცინიან, სამაგეროდ – აშშ-ში არის ძალზედ პოპულარული. იქ სპორტის ეს სახეობა საუკეთესო სამეულში ან ოთხეულში შედის. რესლინგი ძალიან საინტერესოა. ეს ნამდვილი შოუ გახლავთ, თან ბევრი ფულის გამომუშავება შეგიძლია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – ვიზეს სიტყვებს “ბილდი” აქვეყნებს.

 

ტიმ ვიზეს ჩხუბში იწვევენ

გერმანელმა პოლიტიკოსმა მათიას ილგენმა “ბუნდესნაკრებისა” და ბრემენის “ვერდერის” ყოფილი მეკარე ტიმ ვიზე ჩხუბში გამოიწვია.

ილგენი ცნობილია არამხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით, არამედ რესლინგში ასპარეზობითაც. იგი სპორტის ამ სახეობაში ფსევდონიმით “ბარონი” გამოდიოდა და 300-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“ვფიქრობ, ვიზესთან ბრძოლის ჩატარება სრულიად შესაძლებელია. ამ შეხვედრიდან მიღებული შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება. მაგალითად, თანხას ორგანიზაციას “გული ბავშვებისთვის” გადავურიცხავთ”, – ციტირებს გერმანელი პოლიტიკოსის სიტყვებს “ბილდი”.

მათიას ილგენი 189 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 103 კილოგრამს იწონის. ვიზემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ რესლინგში სურს ძალების მოსინჯვა, 115 კილოგრამს იწონის.

 

ვიზე: “მეოცნებე არ ვარ, ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა”

“ვერდერის” და “ჰოფენჰაიმის” ყოფილმა მეკარემ ტიმ ვიზემ განაცხადა, რომ მისი პროფესიონალური კარიერა დასრულდა. ვიზე ფიქრობს, რომ ის რომელიმე კლუბის ინტერესთა სფეროში აღარ მოხვდება.

“მეოცნებე არ ვარ, რეალისტი ვარ. ჩემი საუკეთესო წლები უკვე წარსულშია და მოედანზე აღარ გავალ. უკვე წელიწადი და რვა თვეა, რაც “თამაშგარეში” ვარ. ეს ძალიან დიდი დროა. გარდა ამისა, ახლა ახალგაზრდა მოთამაშეებს უფრო ენდობიან” – განაცხადა ვიზემ.