ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ლონდონის “ჩელსისა” და “შალკეს” შორის გამართულ მატჩში “პენსიონერებმა” კლასიკური კონტრშეტევა გოლით დაასრულეს. საკუთარი საჯარიმოდან ბურთი 18 წლის ნახევარმცველმა რუბენ ლოფტუს-ჩიკმა წამოიღო, რამდენიმე გერმანელ ფეხბურთელს გვერდი შესანიშნავად აუარა და მოედნის ცენტრიდან შეტევაში ბელგიელი ჩარლი მუსონდა ჩართო, რომელმაც თავის მხრივ, საჯარიმოში მყოფი თავდამსხმელი დომინკ სოლანკე მოძებნა და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. “ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, მთავარი გუნდისგან განსხვავებით, “შალკეს” დამარცხება შეძლეს — 4:1.
გთავაზობთ აღნიშნული გოლის ამსხაველ ვიდეოს.