ლევან მაისაშვილი: ”მეტოქეს აბსოლიტურად უდისციპლინო და არაორგანიზებული დაცვა დავახვედრეთ”

27 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართა სარაგბო დაპირისპირება ”კავკასიელებსა” და ”როვიგოს” შორის, სადაც გამარჯვება იტალიურ გუნდს დარჩა (21-24). შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მედიის წინაშე წარსდგა.

ლევან მაისაშვილი: ”ვერ ვიტყვი რომ როვიგომ უკეთესად ითამაშა დღეს, ვიდრე იტალიაში, მაგრამ უარესად ვითამაშეთ ჩვენ, ვიდრე იტალიაში. ბევრი შეცდომა დავუშვით, გაცილებით მეტი შეცდომა ვიდრე იტალიაში. დავმთმეთ სტატიკური ფაზების დიდი ნაწილი, დაცვაში ისეთი შეცდომები დავუშვით, რომ ”როვიგოს” დონის გუნდი არ გვაპატიებდა. ის დავალება, რომელიც გულისხმობდა მეტოქის წნეხში და მაქსიმალურ დისკომფორტში მოქცევას, სამწუხაროდ ვერ შევასრულეთ. აბსოლუტურად უდისციპლინო და არაორგანიზებული დაცვა დავახვედრეთ პირველ ათ წუთში, რის შედეგადაც ის ქულები მოიპოვეს, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ვერ ვიტყვი რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ ბიჭები. აქ უფრო მეტად კლასს ექცევა ყურადღება, რომელიც ჩვენს მეტოქეს  უფრო მაღალი აღმოაჩნდა, ასევე დისციპლინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იჩხუბო და ყვითელი ბარათი აიღო, დისციპლინა არის დაკისრებული დავალების პირნათლად შესრულება. დღევანდელი მატჩით დიდი გამოცდილება შევიძინეთ. რა თქმა უნდა საწყენია ამ თამაშის წაგება, გამომდინარე იქიდან რომ შეგვეძლო გამარჯვება, რომ არა ამდენი უაზრო შეცდომა.”

ლევან მაისაშვილის შემდეგ, კომენტარი ”რაგბის კავშირის” პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ გააკეთა.

IMG_2943

გია ნიჟარაძე: ”თამაში ლოგიკურად დამთავრდა, უკეთესმა გაიმარჯვა, მაგრამ რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, რადგან მოგება შეგვეძლო, უბრალოდ შეცდომებმა მაინც თავისი შედეგი გამოიღო. წავაგეთ, იმიტომ რომ მეტოქემ გვაჯობა.

ამ ორ რაუნდიანმა გამოცდილებამ, დიდი ბიძგი უნდა მოგვცეს. დავინახეთ , რომ ნაკრების მორაგბეები ბევრად აღემატებიან სხვა მორაგბეებს, ეს კი კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა უნდა შეამჩნიონ და გამოასწორონ. მოდით ვაღიაროთ რომ მაქსიმალისტები ვართ. 2 კვირის შექმნილი გუნდით, გვინდა მოვუგოთ ისეთ გუნდს, რომელსაც ევროპულ ასპარესზე დიდი გამოცდილება აქვს, ძალიან ძნელია. ”როვიგოს” ბიუჯეტი, ზუსტად იმდენია, რამდენიც ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ათივე კლუბის ბიუჯეტის ჯამი.

დიდი მადლობელი ვარ ბიჭების. დავანახეთ ყველას, რომ იტალიურ და არამარტო იტალიურ გუნდებს ძალიან მინიმალურად ჩამოვრჩებით. ამ მატჩით დიდი გამოცდილება მივიღეთ. მომდევნო შესარჩევი ციკლი ერთ წელში გაიმართება ასე რომ ამ ერთი წლის განმავლობაში კარგად გავიაზრებთ შეცდომებს და მომავალ წელს უფრო მომზადებული შევხვდებით მეტოქეს.”

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა-y61921

ანდრეა დე როსი: ”ქართული რაგბი ვითარდება, იმსახურებს 6 ერის თასში თამაშს და IRB-ის რეიტინგში, საქართველო იტალიას 1 პოზიციით ჩამორჩება და სხვაობაც ძალიან ცოტაა.

ამდენი მაყურებლის წინაძე თამაში, ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. მინდა შევაქო ქართველი მორაგბეები, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო თუ ვინ გაიმარჯვებდა თამაშში. ჩემი გუნდის რამდენიმე მორაგბეს, ”თბილისის თასზე” აქვს ნათამაშები და ნაწილობრივ ვიცოდით ქართველი მორაგბეების სათამაშო ხასიათი.”

დავმარცხდით, მაგრამ ღირსეულად!

დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, გაიმართა სარაგბო დაპირისპირება: ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო მატჩში, თბილისის ”კავკასიელებმა” იტალიურ ”როვიგოს” უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, გამარჯვება კი ჩვენს სტუმრებს დარჩათ და სწორედ ისინი იასპარეზებენ ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე. იტალიელებმა, ანგარიშით 21-24 გაიმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში კი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს (იტალიაში ”როვიგომ” 22-18 გაიმარჯვა).

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_0892302

მატჩის დებიუტი სასწაულად წარიმართა: იტალიელებმა პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეგვიტიეს, რასაც მე-4 წუთზე გატანილი ლელო მოჰყვა. ცენტრიდან წამოწყებული შეტევა, მარცხენა ფლანგზე გადაიშალა და საბოლოოდ  ბორტოლუსიმ ბურთი დაამიწა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ზუსტად 4 წუთში, ქართველების მიერ წამოწყებული საპასუხო შეტევა, ბაჩანა გოგიშვილის მიერ გატანილი ლელოთი დასრულდა, რასაც ბექა წიკლაურის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და ”კავკასიელები” 2 ქულით დაწინაურდა. 24-ე წუთზე, იტალიელების შეტევა, დე მარჩის მიერ გატანილი დასანანი ლელოთი დასრულდა, რომელსაც ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოყვა და ”როვიგო” 5 ქულით დაწინაურდა. მალევე, ბასონმა საჯარიმო დარტყმით კიდევ 3 ქულა შემატა გუნდს და პირველი ტაიმი გამარჯვებულებმა დაამთავრეს, 7-15.

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_79484

მეორე ტაიმის დასაწყისი, ქართველების აშკარა უპირატესობით წარიმართა. 15 წუთი, ფაქტობრივად მეტოქის საჯარიმოში გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ ქულის მოპოვება, ელემენტარული შეცდომების გამო ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთის არდაწერილი კანონი გამახსენდა, ”ვერ გაიტან გაგიტანენ”, რომელიც დღევანდელ თამაშშიც ამოქმედდა. 15 წუთიანი შეტევის მერე, იტალიელთა პირველივე შეტევა, ჩვენი დაჯარიმებით და ბასონის მიერ გატანილი ჯარიმით დასრულდა, ანგარიში7-18 გახდა.

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_74903

ქართველების ამოცანა გართულდა, შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულით გამარჯვება გვწირდებოდა, მატჩის დასრულებიდან 20 წუთით ადრე კი 11 ქულის სხვაობით ვაგებდით, ამას ემატებოდა მრავალი ტექნიკური წუნი, რომელიც საბოლოო შედეგზეც აისახა, თუმცა ბიჭებმა იბრძოლეს და 67-ე წუთზე, ლაშა ხმალაძის ბრწყინვალე გარღევით, ანგარიში 4 ქულამდე დაიყვანეს. 5 წუთში, ქართველების მიერ, დაცვაში დაშვებული მორიგი შეცდომა, ჯარიმით და ბასონის მიერ ზუსტად შესრულებული დარტყმით დასრულდა, 14-21. 79-ე წუთზე, ლაშა ხმალაძეს მორიგი სოლო-რეიდი ვიხილეთ, რომელიც კვლავ ლელოთი და მის მიერ შესრულებული გარდასახვით დასრულდა. ანგარიში გავათანაბრეთ, მორაგბეებშიც და გულშემატკივრებშიც, გამარჯვების იმედი გაჩნდა, მაგრამ ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და ზუსტად მატჩის ბოლო წამებზე, კვლავ დაცვაში დაშვებული შეცდომის შედეგად, ბასონმა არეკნი გაიტანა, მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და იმედიც მოკვდა.

თბილისის კავკასიელები Vs როვიგო დელტა_903623

დავმარცხდით, მაგრამ ღირსეულად. 2 კვირის შეკრებილმა გუნდმა, დიდი წინააღმდეგობა გაუწია, შედარებით გამოცდილ გუნდს, მითუმეტეს რომ ”როვიგოს” ფინანსური ბიუჯეტი, ზუსტად საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ათივე კლუბის ერთად შეკრებილი ბიუჯეტის ტოლია.

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

1 დღე მატჩამდე

ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართება სარაგბო დაპირისპირება, სადაც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული თბილისის ”კავკასიელები”, იტალიურ ”როვიგო დელტას” უმასპინძლებს. დღეს, ამავე სტადიონზე, გუნდმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

თბილისის კავკასიელების ვარჯიში_77604

შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ რიგში, ეს არის ქართული საკლუბო რაგბის ევროპული დებიუტი და ქართველ მორაგბეებს, ბრწყინვალე შანსი აქვს რომ ”ჩელენჯ ქაფის” ელიტ-რაუნდში მოხვდნენ, მეტოქე კი ძლიერია და სწორედ ამიტომ, ჩვენს მორაგბეებს გულშემატკივარის დიდი მხარდაჭერა სჭირდება.

IMG_2240

ამ თამაშს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც გარკვეულ დათმობებზე წავიდა. მატჩი ავჭალის სარაგბო ბაზაზე უნდა გამართულიყო, რომელიც დაახლოებით 2000 კაცზეა გათვლილი, სფფ-მ კი გაითვალისწინა ამ მატჩის მნიშვნელობა და თამაშის გასამართად, ქართულ კლუბს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაუთმო.

თბილისის კავკასიელების ვარჯიში_8964

მწვრთნელებსაც და მორაგბეებსაც გულშემატკივრების დიდი იმედი აქვთ, ისინი თქვენს მხარდაჭერას ელიან. ნუ დაიზარებთ, ერთად დავუჭიროთ მხარი ქართველ მორაგბეებს.

თბილისის კავკასიელების ვარჯიში_9507857

IMG_2263

 

ლევან მაისაშვილი: ”გუნდში ყველას გათვითცნობიერებული აქვს ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობა”

ფილიპო ფრატი: ‘’თამაშისთვის რთული მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, რადგან ‘’კავკასიელები’’ ახალი ჩამოყალიბებული გუნდია, ამიტომ რთული იყო მათი თამაშის სტილის შესწავლა და აქედან გამომდინარე, მოგვიწია საქართველოს ნაკრების თამაშების ჩანაწერების გადახედვა, ასევე შიდა ჩემპიონატის რიგი მატჩების ყურება, ახალგაზრდების შესწავლა, იმისთვის რომ ერთგვარი წარმოდგენა შეგვქმნოდა გუნდზე.

იტალიაში გაიმართა ისეთი მატჩი, როგორსაც ველოდით: რთული, თანაბარი და დაძაბული. ვაღიარებ, რომ ბოლო წუთზე გაგვიმართლა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მინდა აღვნიშნო, რომ ‘’კავკასიელები’’ ძალიან ძლიერი გუნდია, დაცვაში თანმიმდევრულად თამაშობდნენ, სწაფად გვიტევდნენ და დიდი პრობლემებიც შეგვიქმნეს. ისინი მაქსიმალურად იყენებდნენ ქულის მოპოვების შესაძლებლობებს. თბილისში მოსაგებად ვიბრძოლებთ, ისევე როგორც ჩვენი ოპონენტი, ორივე გუნდს 1 მიზანი აქვს და სწორედ ეს ხდის თამაშს საინტერესოს.

რა თქმა უნდა ქართული გუნდი უფრო ძლიერი იქნება საკუთარ კედლებში, ეჭვიც არ მეპარება, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარ მოვა მაგრამ ამისთვის მზად ვართ.

ჩვენს მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. შემადგენლობიდან გამოვყოფდი ნახევარ დაცვის ერთ-ერთ მოთამაშეს, ლაშა ხმალაძეს, რომელსაც მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები და შესაბამისად გამოცდილებაც დიდი აქვს. ასევე, გამოვყოფდი უკანახაზელ ირაკლი ყიასაშვილს, რომელიც ყველა შესაძლებლობაზე ჭრიდა ჩვენს დაცვას და რა თქმა უნდა გიორგი შკინინს, რომელმაც 2 ლელო დაგვიდო და გასულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.’’

ლევან მაისაშვილი: ‘’იტალიიდან როგორც კი დავბრუნდით, ეგრევე შევკრიბეთ ბიჭები. დიდი დრო არ გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გუნდში ყველას გათვითცნობიერებული აქვს ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობა. ცვლილებებს რაც შეეხება, ერთმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ ვეღარ გააგრძელა ჩვენთან ერთად მომზადება და ტაქტიკურ მონახაზშიც შევიტანეთ პატარა ცვლილება.

იტალიაში კარგად ვითამაშეთ. პირველივე წუთიდან ჩვენი თამაში მოვახვიეთ მეტოქეს თავს და 8 ქულიანი სხვაობით გავედით წინ. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რაც უდისციპლინობაზე მეტყველებს. ავიღეთ ყვითელი ბარათი, რომელმაც თამაშის მიმდინარეობაში, დიდი როლი ითამაშა და შედეგად ‘’როვიგომ’’ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ გაგვიჭირდა თამაშის შემოტრიალება, მაგრამ ბიჭების ვაჟკაცობით, კვლავ მოვახერხეთ თამაშში ჩართვა და ისეთ დროს შევიტანეთ შეხვედრაში გარდატეხა, როდესაც ფაქტობრივად უნდა მოიგო თამაში, მაგრამ ბოლო წუთები, ძლიერი შეტევების წნეხში გავატარეთ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

იტალიაში ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დავუშვით, ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და გავანიავებთ, ხვალ კი ყველა ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა ექნება. ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გაიმარჯვებს. როგორც აღვნიშნე, მოსამზადებელი დრო ძალიან ცოტა იყო და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გუნდის მინუსი და პლიუსი გაგვეაზრებინა.

გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ნუ იქნებიან ვადაზე ადრე ზედმეტად კრიტიკულები მოთამაშეების მიმართ. მოთამაშეს თამაშში შეიძლება ჰქონდეს ძალიან კარგი და ცუდი მომენტი. თუ გვახარებს კარგი თამაში, მაშინ ცუდად თამაშიც უნდა ავიტანოთ და პირიქით უნდა გავამხნევოთ. რა თქმა უნდა კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ თავიდანვე რომ კრიტიკულად აღიქვამენ მოვლენებს, მე ეს არ მესმის. გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს ტრიბუნაზე, უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოებას, რომ არ დაიზარონ და მოვიდნენ სტადიონზე. ამ შეხვედრაში, ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ექნება და ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარია. ‘’

კავკასიელების სამატჩო შემადგენლობა ცნობილია

ერთი დღეც და თბილისის კავკასიელები შინ პირველად ითამაშებენ ევრო-ტურნირის შესარჩევს. 27 სექტემბერს, ჩელენჯ ქაპის საკვალიფიკაციო 2-მატჩა რაუნდის საპასუხო შეხვედრაში ჩვენი გუნდი იტალიურ რაგბი როვიგო დელტას მესხის სტადიონზე ერკინებიან. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

დღეს დილის 11 საათიდან მესხის სტადიონის სალაროებიდან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს

სავსე ტრიბუნებით!

აღნიშნული მატჩის მნიშვნელობაზე ყველას კარგად მოეხსენება, რომლის მოგების შემთხვევაში, მშობლიური რაგბის ისტორიაში პირველად ქართული გუნდი ევროპულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.

თამაშის მოსაგებად ჩვენ ბიჭებს სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა დასჭირდებათ! სრულიად ქართული რაგბის ქომაგებს მოგიწოდებთ შეიძინოთ მატჩის ბილეთები და ერთი საათით ადრე გავავსოთ სტადიონი, რათა მინდორზე შესვლისას გუნდებს სავსე ტრიბუნები დავახვედროთ.

ხვალინდელი რაზმი ცნობილია

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, კავკასიელების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა. სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი აქვს აიელ გიორგი აფციაურს, ასევე აიელი გიორგი ფრუიძეს ვიხილავთ მარქაფაში. ხვალინდელ შეხვედრას 9 ნომერზე ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე დაიწყებს.

TBcaucasiansInstorygeo

საქართველოს რაგბის კავშირი

”თბილისის კავკასიელები” – ”როვიგო დელტა”. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

27 სექტემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება ჩელენჯ ქაფის მეორე საკვალიფიკაციო მატჩი, სადაც ”თბილისის კავკასიელები”, იტალიურ ”როვიგო დელტას” მიიღებენ.

მატჩი ავჭალის სარაგბო ბაზაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ დღეს, საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა; რომ კავკასიელებს ჩინებული შანსი აქვთ, გადალახონ იტალიური ზღუდე და მოხვდნენ ჩელენჯზე, და გადაწყვიტა, რომ 27 სექტემბრის მატჩის გასამართად საქართველოს რაგბის კავშირს დაუთმოს მიხეილ მესხის სტადიონი (ვაკე), რისთვისაც ქართული სარაგბო ოჯახის სახელით მადლობას ვუხდით სფფ-ს.” – აცხადებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამასთან ერთად არის კიდევ ერთი ცვლილება – 23 სექტემბრის ნაცვლად, ბილეთები პარასკევს და შაბათს, დილის 11:00 საათიდან, მიხელის მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება და ის კვლავ 2 ლარი ეღირება.

”თბილისის კავკასიელები” ბოლო წუთზე დამარცხდნენ

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ქართული რაგბის ევროპული საკლუბო დებიუტი გაიმართა. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული ”თბილისის კავკასიელები”, ჩელენჯ ქაფის, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, იტალიურ ”რაგბი როვიგო დელტას” ესტუმრნენ და ანგარიშით, 22:18 დამარცხდნენ. სამწუხაროდ, ქართველ მორაგბეებს, გამარჯვება ბოლო წუთზე გამოეცალათ ხელიდან. შეხვედრა, მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, რასაც გარდამავალი უპირატესობაც თან ახლდა. ვინაიდან და რადგანაც, იტალიელებმა, დაპირებული ინტერნეტ ლაივ სთრიმინგი არ შემოგვთავაზეს, მატჩს გულშემატკივრებიც და ჟურნალისტებიც, ტექსტური გზით ვადევნებდით თვალს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა შემოგვთავაზა.

ანგარიში მე-3 წუთზე, ყაისაშვილის არეკნით გაიხსნა და ქართული კლუბი, მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა. მე-9 წუთზე, ყაისაშვილმა ჯარიმა შეასრულა, მაგრამ არაზუსტად. რამდენიმე წუთში, ”ლოკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შკინინმა, მეტოქე გუნდს ლელო დაუდო და ქართული კლუბი 8 ქულით დაწინაურდა. ლელოს შემდეგ, იტალიელებმა 3 ქულით გვიპასუხეს, მათ ჯარიმა გაიტანეს. ზუსტად 3 წუთში, იტალიელებმა ლელოც დაგვიდეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და როვიგოს მორაგბეები 2 ქულით დაწინაურდნენ, 10-8. პირველი ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტად შეასრულეს. პირველი ტაიმი ”როვიგო დელტას” გამარჯვებით, ანგარიშით 15-8 დასრულდა. 43-მე წუთზე, წიკლაურს ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა. 65-ე წუთზე, წიკლაურს კიდევ ერთხელ მიეცა ანგარიშის შემცირების შანსი, რომელიც ამჯერად ზუსტად გამოიყენა, 15-11. მატჩის დასრულებიდან 8 წუთით ადრე, გიორგი შკინინმა კიდევ ერთი ლელო დადო, რასაც წიკლაურის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და ქართველებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, 15-18. სამწუხაროდ იტალიელებმა, ბოლო წუთზე მოახერხეს ლელოს დადება, რასაც ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და გამარჯვებაც, ბოლო წამს გამოგვაცალეს ხელიდან. საბოლოოდ იტალიელებს 22-18 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო რაუნდი 2 მატჩიანია და საპასუხო შეხვედრა, თბილისსში 27 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაიმართება. ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება.

თბილისის კავკასიელების სამატჩო შემადგენლობა ცნობილია

20 სექტემბერს, ქართული რაგბის ევროპული საკლუბო დეპიუტია! საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული ”თბილისის კავკასიელები” ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე იტალიურ ”რაგბი როვიგო დელტას” დაუპირისპირდება. ქართველი მორაგბეები უკვე იტალიაში იმყოფებიან და მომავალ მატჩს დიდი მოლოდინით ხვდებიან.

დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ის ოფიციალური შემადგენლობა გაავრცელა, რომელიც იტალიური გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. შემადგენლობა ასე გამოიყურება:

TBcaucasians_squadfor rovigo_geo

როგორც გითხარით, შეხვედრის პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია ტელევიზიით არ მოხდება. სამაგიეროდ, საქართველოს რაგბის კავშირმა, იტალიური მხარის დახმარებით, მატჩის ინტერნეტ სთრიმინგის საშუალება მოიპოვა: http://www.ustream.tv/channel/rugby-rovigo-delta—live-matches

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, 20 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

”თბილისის კავკასიელთა” სატურნირო რაზმი იტალიაში მიემგზავრება

საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული ”თბილისის კავკასიელთა” რაზმი, დღეს, გვიან ღამით იტალიაში გაემგზავრება, სადაც 20 სექტემბერს, ”ჩელენჯ ქაფის” გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, იტალიურ ”რაგბი როვიგო დელტას” დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩით, ქართული რაგბის ევროპული საკლუბო დებიუტი შედგება.

”თბილისის კავკასიელებმა”, გამგზავრებამდე 2 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, რის შემდეგაც საბოლოო შემადგენლობა დაკომპლექტდა.

გამგზავრებამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აქვე შედგა ტურნირზე სათამაშო ფორმის პრეზენტაციაც. პრესკონფერენციის დეტალებს, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს:

presko17sep_cover_instory2

ლევან მაისაშვილი: “თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რომ “როვიგოსთან” თამაშისთვის მოსამზადებლად 2 კვირა გვექნებოდა. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა, მაგრამ ასეთი პრობლემები ნებისმიერ გუნდს ექმნება. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავდა, რომელთაგან ის 26 შევარჩიეთ, რომლებიც იტალიაში მიემგზავრებიან. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არა მგონია 27-ის მატჩისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, შეზღუდულები არ ვართ და იტალიაში თამაშის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.

რაგბის კავშირის განცხადებით, მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, იტალიური მხარის მიზეზით ვერ შედგება. ”როვიგოს” პრესსამსახურის ცნობით, ისინი ეცდებიან ინტერნეტ სთრიმის გამართვას, რაც საეჭვოა. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სთრიმის ბმულს დაუყონებლივ მოგაწვდით.

განმეორებითი შეხვედრა 27 სექტემბერს, თბილისში, ავჭალის სარაგბო ბაზაზე 17:00 საათზე გაიმართება.

”თბილისის კავკასიელების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:
Untitled