რიო ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველი დაასახელა.

ფერდინანდის თქმით, დღესდღეობით, ყველაზე გამორჩეული კოშელნია.

“მე რომ მკითხოთ, კოშელნი ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველია. რაც შეეხება კომპანის, ის ფრანგს ვერ ჯობია. კოშელნის წინააღმდეგ თამაში არავის სურს”, – თქვა ფერდინანდმა.

კოშელნის თავი მეკარე ჰგონია?

ჩემპიონთა ლიგაზე “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში ლორან კოშელნიმ ბურთი ხელით მოიგერია.