ერთი დღეც და თბილისის კავკასიელები შინ პირველად ითამაშებენ ევრო-ტურნირის შესარჩევს. 27 სექტემბერს, ჩელენჯ ქაპის საკვალიფიკაციო 2-მატჩა რაუნდის საპასუხო შეხვედრაში ჩვენი გუნდი იტალიურ რაგბი როვიგო დელტას მესხის სტადიონზე ერკინებიან. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
დღეს დილის 11 საათიდან მესხის სტადიონის სალაროებიდან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს
სავსე ტრიბუნებით!
აღნიშნული მატჩის მნიშვნელობაზე ყველას კარგად მოეხსენება, რომლის მოგების შემთხვევაში, მშობლიური რაგბის ისტორიაში პირველად ქართული გუნდი ევროპულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.
თამაშის მოსაგებად ჩვენ ბიჭებს სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა დასჭირდებათ! სრულიად ქართული რაგბის ქომაგებს მოგიწოდებთ შეიძინოთ მატჩის ბილეთები და ერთი საათით ადრე გავავსოთ სტადიონი, რათა მინდორზე შესვლისას გუნდებს სავსე ტრიბუნები დავახვედროთ.
ხვალინდელი რაზმი ცნობილია
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, კავკასიელების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა. სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი აქვს აიელ გიორგი აფციაურს, ასევე აიელი გიორგი ფრუიძეს ვიხილავთ მარქაფაში. ხვალინდელ შეხვედრას 9 ნომერზე ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე დაიწყებს.
საქართველოს რაგბის კავშირი