“რეალი” კატალონიურ ტელეკომპანიას უჩივლებს

კატალონიურმა ტელეკომპანია ТV3-მა ეთერში სკანდალური ვიდეორგოლი გაუშვა. აღნიშნულ ვიდეოში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები აფთრებთან არიან შედარებულნი, რომელიც ლიონელ მესის მისდევენ (ვიდეოში ის ეპიზოდებია შესული, როცა “სამეფო კლუბის” მოთამაშეები კატალონიური გუნდის მთავარი ვარსკვლავის წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევენ).

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, “რეალი” ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლუკა მოდრიჩმა კომენტარიც გააკეთა:

“ასეთი რამ არ მინახავს. ეს სრულიად მიუღებელი რამ გახლავთ და არაფერი საერთო არ აქვს ჟურნალისტიკასთან”.

აქვე გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეორგოლს.