ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე რექს ჩეპმენი სკოტსდეილში მდებარი „Apple“-ს მაღაზიაში 14 ათასი დოლარის ფასის საქონლის მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
პოლიცია 46 წლის ექს-კალათბურთელს შვიდ მსგავს დანაშაულში სდებს ბრალს.
1988 წლის დრაფტზე რექსი „შარლოტ ბობკეტსმა“ მე-8 ნომრად აირჩია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უკანახაზელმა 12 სეზონი ჩაატარა. სხვადასხვა სეზონში იგი „ჰორნეტსის“, „ვაშინგტონის“, „მაიამისა“ და „სანსის“ ფერებს იცავდა.