მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი “პადერბორნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის ორწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.
ეს ეფენბერგისთვის პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება. გასულ წლებში მას “ბოხუმის” მთავარი გუნდისა და “ბაიერნის” დუბლშემადგენლობის ჩაბარება შეეძლო.
“პადერბორნს” გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია უკავია.