„რომასთან“ ფრედ 0:0 დასრულებულ მატჩში „მილანის“ თავდამსხმელმა ჯერემი მენეზმა მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. მართალია, ფრანგმა ეს უკვე გვერდითა მსაჯის მხრიდან თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების შემდეგ გააკეთა, თუმცა დარტყმა მას ნამდვილად ჩინებული გამოუვიდა.
რამდენიმე წამში სასტვენის შემდეგ დარტყმისთვის მენეზმა მთავარი მსაჯისგან ყვითელი ბარათიც მიიღო.
წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს: