“ვესტ ჰემი” კელეჩი იჰეანაჩოს ტრანსფერით ინტერესდება
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ზაფხულში კელეჩი იჰეანაჩოს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.
როგორც ცნობილი ხდება, “ჩაქუჩები” ტრავმირებული ენდი ქეროლისა და დიაფრა სახოს ჩამნაცვლებლად სწორედ “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა შემტევს მოიაზრებენ.
რაჯა ნაინგოლანი “მანჩესტერ იუნაიტედში”?
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ზაფხულში “რომას” 29 წლის ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.
“პრემიერ ლიგას ძალიან ხშირად ვუყურებ, ბევრი ჩემი თანაგუნდელი თამაშობს იქ. ჩემი გადმოსახედიდან, ეს მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია.
ცხოვრებაში ბევრჯერ გვიწევს არჩევანის მიღება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ჩემს მომავალზე ისევ დავფიქრდები,” – აცხადებს რაჯა ნაინგოლანი.
“მონაკომ” “ლივერპული” უარით გაისტუმრა
ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “ლივერპულმა” “მონაკოს” კილიან მბაპეს თაობაზე წინადადებით მიმართა. ლივერპულელები ახალგაზრდა თავდამსხმელში 75 მილიონ ევროს იხდიან. თუმცა, “მონაკომ” მერსესაიდელები უარით გაისტუმრა.
დიდი ალბათობით, “მონაკოს” შეთავაზებას მალე მადრიდის “რეალიც” გაუგზავნის.
ზუმა, შესაძლოა, “მარსელში” ვიხილოთ
L’Equipe-ს ცნობით, დიდი შანსია, ლონდონის “ჩელსიმ” კურტ ზუმა ზაფხულში მარსელის “ოლიმპიკში” გაანათხოვროს.
ფრანგმა მცველმა ტრავმის მოშუშების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო, ამიტომ მისი იჯარით წასვლის ვარიანტი საკმაოდ რეალურია.
ჟირუ “არსენალის” დასატოვებლად მზადაა
Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლივიე ჟირუ “არსენალის” დასატოვებლად მზადაა. ფრანგი თავდამსხმელის მიზანი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა, ამიტომ მას ისეთი გუნდში თამაში სურს, სადაც თავს გამოიჩენს.
მოურინიოს ობლაკი სურს
იმ შემთხვევაში, თუ დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს, კლუბი მზადაა იან ობლაკის შესაძენად იბრძოლოს. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ატლეტიკოს” მეკარის დამატების სურვილი თავად მოურინიოს აქვს.