მოურინიომ წასვლის უფლება “მანჩესტერის” ცხრა ფეხბურთელს მისცა

ბასტიან შვაინშტაიგერი ერთ-ერთია “მანჩესტერ იუნაიტედის” იმ ცხრა ფეხბურთელს შორის, რომელთაც ჟოზე მოურინიომ წასვლის უფლება მისცა – ეს ფეხბურთელები ან არენდის წესით უნდა გადავიდნენ სხვა კლუბში, ან მათი სრული აქციები გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გერმანელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” გასულ ზაფხულში გადაბარგდა. 2015/16 წლების სეზონში, “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მხოლოდ 18 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება. მის პრობლემას ტრავმები წარმოადგენდნენ.

მოურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედის არც ტიმოტი ფოსუ-მენსაჰი, მიუხედავად ლუი ვან გაალის თაოსნობით ჩატარებული არაერთი შესანიშნავი მატჩისა.

ანდრეა პერეირა და ჯეიმს უილსონი შესაძლოა სხვა კლუბში გაანათხოვრონ. მაშინ, როცა “მანჩესტერი” ადნან იანუზაის, უილ კინის, ტაილერ ბლეკეტისა და პედი მაკნეირის სატრანსფერო ბაზარზე გაყვანას აპირებს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბლეკეტთან გაახანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ტალერ ბლეკეტმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია „წითელმა ეშმაკებმა“ უკვე ოფიციალრუადაც დაადასტურეს.

როგორც გაირკვა, მხარეებმა ხელშეკრულება 2017 წლის ივნისამდე გაახანგრძლივეს. თანაც, კონტრაქტში არსებული პუნქტით, მხარეებს თანამშრომლობის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გაგრძელების საშუალებაც ექნებათ.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ბლეკეტი მანჩესტერელებს 2012 წელს შეუერთდა. 2013/14 წლების სეზონის პირველ ნახევარში იგი იჯარით „ბლექპულში“ თამაშობდა, ხოლო მეორე ნახევარი „ბირმინგემში“ ჩაატარა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვა ძალიან ცუდ დღეშია, კიდევ ერთი ტრავმა

“მანჩესტერის” ინგლისელმა მცველმა, კრის სმოლინმა შაბათს გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე ბარძაყის დაზიანება მიიღო, შესაძლოა მან, შაბათს გასამართი მატჩი, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამოტოვოს.

დღეს იგი გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რომლის შემდეგაც დადგინდება, შეძლებს თუ არა თამაშს “ჩაქუჩებთან”.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრას ტრამვის გამო გამოტოვებს “იუნაიტედის” ორი მცველი, ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ტაილერ ბლეკეტი.