ველინგტონი: “მესიმ ნაბიჭვარი მიწოდა”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის V ტურში “მალაგასა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: მასპინძელთა მცველმა ველინგტონმა ლეო მესის ხელი ჰკრა და წააქცია. “მალაგას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახსნა, რატომ მოიქცა ასე.

“ამ ინციდენტამდე მე მას შემთხვევით სახეზე შევეხე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. მესიმ ამის გამო ნაბიჭვარი მიწოდა, რის შემდეგაც სახეზე ხელი წავავლე. ეს ამბავი მოედანზევე დარჩა. რაც შეეხება მედიიდან წამოსულ კრიტიკას, მე ეს არ მაინტერესებს. ხალხი კარგად მიცნობს, იციან, როგორიც ვარ, დანარჩენი არ მაღელვებს”, – ციტირებს ველინგტონის სიტყვებს “ასი”.