უცხოური გამოცემების ცნობით, “ტორინოს” თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა რამდენიმე წლის წინ იტალიური მაფიოზური დაჯგუფების წევრისგან შემოთავაზება მიიღო. წინადადება მაურო იკარდის ეხებოდა. როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელი ფეხბურთელები ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა შემდეგ ლოპესის ცოლმა ვანდა ნარამ მეუღლეს იკარდისთან უღალატა. მოგვიანებით ნარა იკარდის მეუღლე და აგენტიც გახდა. ამ ფაქტის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ურთიერთობა გაწყვიტეს, მაქსი ლოპესი იკარდის ხელს აღარ ართმევს.
როგორც არგენტინელი ჟურნალისტი კარლოს მონტი აცხადებს, “კატანიაში” თამაშის პერიოდში მაქსი ლოპესმა სიცილიური მაფიოზური დაჯგუფებიდან შემოთავაზება მიიღო. “იკარდის დავამთავრებთ”, “მის კარიერას დავასრულებთ”, “ფეხებს მოვამტრევთ”, – ასეთ წინადადებებს სთავაზობდნენ მაქსი ლოპესს მაფიოზები. წყაროს თანახმად, ფეხბურთელი მაფიოზთა შემოთავაზებას არ დათანხმდა, თუმცა მაქსი ლოპესს, ყოველი შემთხვევისთვის, ტელეფონის ნომერი მაინც დაუტოვეს.
ჟურნალისტ კარლოს მონტის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ვანდა ნარა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა: “როდესაც სიახლეები არ აქვთ, ამბებს იგონებენ”.