მაქსი ლოპესი: “მესი რონალდუზე ძლიერია, მაგრამ…”

“ბარსელონას” ყოფილმა ფორვარდმა, მაქსი ლოპესმა, რომელიც ამჟამად “ტორინოს” ღირსებას იცავს, ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ლოპესი თვლის, რომ არგენტინელი მოთამაშე უფრო ნიჭიეირა.

“ლეო ყოველთის განსხვავებული იყო და ეს თავიდანვე კარგად ჩანდა, თუმცა ის თავს თავისუფლად ვერ გრძნობს, როცა რონალდუს დონის მეტოქე ჰყავს. ისინი ერთმანეთს ავსებენ. რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესის რაღაც განსაკუთრებული აქვს და მისი შეჩერება წარმოუდგენელია” – განაცხადა ლოპესმა.

მაქსი ლოპესმა მაურო იკარდის ხელი არ ჩამოართვა

13 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის დაწყების წინ მასპინძელთა თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა მეტოქე გუნდის შემტევ მაურო იკარდის ხელი არ ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ იკარდი და მაქსი ლოპესი “სამპდორიაში” ერთად თამაშობდნენ და ისინი ერთმანეთის კარგი მეგობრები იყვნენ. თუმცა, მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იკარდიმ ლოპესის მეგობარ გოგონასთან გააბა რომანი.

ერთ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათი (ვიდეო)

გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა „მილანთან“ სერია ა-ს 25-ე ტური მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

არგენტინელი მოედანზე 56-ე წუთზე გავიდა, 72-ე წუთზე კი მან ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გასახდელში წასვლა მოუწია.

29 წლის ფორვარდი „როსონერის“ კარის მიმართულებით პენალტის დანიშვნას ითხოვდა და კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგად შეხვედრის მთავარ არბიტრს დანიელე დოვერის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ, დოვერიმ ლოპესს მეორე ყვითელი ბარათიც უჩვენა.

სავარაუდოდ, არბიტრის შეურაცხყოფისთვის სამხრეთ ამერიკელს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

აქვე წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

მაქსი ლოპესი ისევ “სამპდრორიაში” ითამაშებს

გენუის “სამპდორიამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი, მაქსი ლოპესი კლუბის ღირსებას ისევ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მაქსი ლოპესმა გასული სეზონის გარკვეული ნაწილი “სამპდორიაში” იჯარით გაატარა და როგორც თავად მოთამაშე ამბობდა, მას უკან დაბრუნება ისევ სურდა.

“სამპდორიას” ოფიციალურად შეუძლია, დაგიდატუროთ, რომ მაქსი ლოპესის თაობაზე “სამპდორიამ” “კატანიასთან” შეთანხმებას მიაღწია. არგენტინელი ფეხბურთელი ჩვენს რიგებში იჯარით ითამაშებს”, – ვკითხულობთ გენუელთა ოფიციალურ განცხადებაში.

მარადონა: „ჩემს დროს იკარდის კარგად მიბეგვავდნენ“

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მილანის „ინტერის“ 20 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი გააკრიტიკა. მარადონას თქმით, იკარდიმ „კატანიას“ კიდევ ერთ არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს მეუღლე წაართვა.

არგენტინის ერთ-ერთი ტელევიზიის 27 წლის წამყვანი და მოდელი ვანდა ნარა დიდი ხნის განავლობაში მეგობრობდა იკარდისთან, ბოლოს კი, მის გამო ქმარიც მიატოვა, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავს. ეს ფაქტი მარადონას ყურადღების არეალში მოექცა, რომელმაც ყველაფერში იკარდი დაადანაშაულა.


„იკარდი მოღალატეა. ის სტუმრად დადიოდა მაქსი ლოპესთან, მეგობრულად ესაუბრებოდა მას, ბოლოს კი ცოლი წაართვა. იცით, რას უზამდნენ ასეთ ადამიანს ჩემს დროს? ალყას შემოარტყამდნენ და კარგადაც მიბეგვავდნენ“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს არგენტინული პრესა.

ბექა დოგრაშვილი