მილანის „ინტერში“ 14 წლის განმავლობაში მოთამაშისა და შემდგომ მენეჯერის სტატუსით მოღვაწეობის შემდეგ კოლუმბიელმა ივან კორდობამ კლუბი დატოვა.
„ინტერნაციონალე“ ჩემპიონსა და უბრალოდ კარგ ადამიანს დიდ მადლობას უხდის და ივანს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კორდობა „ინტერში“ 2000 წელს არგენტინული „სან-ლორენსოდან“ გადავიდა. „ნერაძურის“ შემადგენლობაში ივანს ჯამში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 15 გოლი გაიტანა.
მისი თამაშის პერიოდში მილანურმა კლუბმა 5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი, 4 იტალიის სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 2001 წელს კორდობა კოლუმბიის ნაკრების რიგებში „კოპა ამერიკას“ გამარჯვებულიც გახდა.