“ჰამბურგი” გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტს არ გამოისყიდის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება მოუწევს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ჰამბურგი” 22 წლის ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტს არ გამოისყიდის. შესაბამისად, ზაფხულში ჩაკვეტაძეს “გენტში” დაბრუნება მოუწევს.

გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” იჯარის წესით ზამთრის პერიოდიდან თამაშობს. მან გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ათი არასრული მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ქართველ ფეხბურთელსა და “გენტს” შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.

“ჰამბურგის” სათადარიგო ფეხბურთელმა საგოლე ეპიზოდის დროს მეტოქის დაბნევა სცადა

გერმანიის ბუნდესლიგის IX ტურში ბერლინის “ჰერტამ” “ჰამბურგი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ენის ბენ-ჰატირამ, ერთი ბურთი კი ჯონ ჰეიტინგას ანგარიშზეა. ბენ-ჰატირას ერთ-ერთი საგოლე ეპიზოდის დროს “ჰამბურგის” სათადარიგო ფეხბურთელს იმდენად არ სურდა გოლის გაშვება, რომ პირით ხაზთან მდგომმა მეტოქის დასაბნევად ხელების ქნევა დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

 

შააფს პიაზონის მიერ გატანილი ლამაზი გოლი არ გაჰკვირვება

გერმანიის ბუნდესლიგის VI ტურში ფრანკფურტის “აინტრახტმა” სტუმრად “ჰამბურგი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გამარჯვებს გოლი 90-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ლუკას პიაზონმა გაიტანა. ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა, 4 წუთში კი დაახლოებით 30 მეტრის დისტანციიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გაიტანა.

“აინტრახტის” მთავარ მწვრთნელ ტომას შააფს პიაზონის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი სულაც არ გაჰკვირვებია.

“ლუკასი ასეთ ჯარიმებს ვარჯიშებზე ასრულებს. ასე რომ, ეს შემთხვევით გატანილი ბურთი არ გახლავთ”, – აღნიშნა ფრანკფურტელთა თავკაცმა.

გთავაზობთ პიაზონის მიერ გატანილი გოლის ამსახველ ვიდეომასალას.