„მილანი“ და „რეალი“ ერთმანეთს 30 დეკემბერს შეხვდებიან

„მილანისა“ და მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელები ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ შეთანხმდნენ.

როგორც გაირკვა, გუნდები ერთმანეთს ზამთრის შესვენების დროს, კერძოდ კი, 30 დეკემბერს შეხვდენიან. ამ მატჩის ორგანიზატორი ორივე კლუბის სპონსორი „Fly Emirates“-ი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ბლანკოსს“ კარლო ანჩელოტი თავკაცობს, რომელიც „როსონერიში“ 2001 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა.