დიბალა და “ინტერი” შეთანხმდნენ

ტურინის “იუვენტუსის” შემტევი პაულო დიბალა კარიერას, სავარაუდოდ, მილანის “ინტერში” გააგრძელებს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და “ნერაძური” თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. წყაროს ცნობით, დიბალა “ინტერთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მას ხელფასის სახით წლიურად ექვსი მილიონი ევრო მიეცემა, რასაც ბონუსებიც დაემატება. გარდა ამისა, კლუბი დიბალას ჰპირდება, რომ სიმონე ინძაგის ფორმაციის გუნდში ის მთავარი ფიგურა იქნება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას “იუვენტუსთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ.

“ინტერი” დიბალას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა, მილანის “ინტერში” გააგრძელოს. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და “ბებერი სინიორა” შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. საქმეში აქტიურად ჩაერთო “ინტერი” და მისი გამობრძმედილი აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა დიბალას აგენტ ხორხე ანტუნს და ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით შვიდნახევარი მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ბონუსებიც დაემატება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პაულო დიბალას შესახებ კითხვა “ინტერის” თავკაც სიმონე ინძაგის დაუსვეს.

“ამ ამბის შესახებ მეც წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ სხვა გუნდების ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. მე იმ მოთამაშეებით ვამაყობ, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.

პაულო დიბალასა და “იუვენტუსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება აქვს.

პაულო დიბალას დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემ ჰოთსპურიც” არიან დაინტერესებულნი.

დიბალა: “ძალიან ბედნიერი ვარ იმის გაგებით, რომ შეიძლება პოგბა დაბრუნდეს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან პოლ პოგბას გამოემშვიდობონ. როგორც იცით, 105-მილიონიანი ტრანსფერი არ გამართლდა და ახლა ის, შესაძლოა, უკან, “იუვენტუსში” დაბრუნდეს.

“ძალიან ბედნიერი ვარ იმის გაგებით, რომ პოგბა შეიძლება დაგვიბრუნდეს. მასთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. მისი დაბრუნების შემთხვევაში არ დაგვჭირდება ვიდეოზარებით დაკავშირება და ვარჯიშზე ყოველდღე ვნახავთ ერთმანეთს.

მოედანზე მის გვერდით თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ჩვენს შორის ძალიან ბევრი რამ იყო საერთო ისევე როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს მიღმა.

ყოველთვის ვცდილობდით მისალმების ახალი სტილი შეგვექმნა, სხვადასხვაგვარად აღგვენიშნა გოლები. Dragon Ball Z-ს ყურების შემდეგ, გადავწყვიტეთ გოლი ერთმანეთის თითების შეხებითაც აღგვენიშნა,” – აცხადებს არგენტინელი ფეხბურთელი.

“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “დიბალა ჩვენი მომავლის გასაღები არ არის”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ევროპულ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პარიზელები პაულო დიბალის ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი.

“დიბალა? იტალიაში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მსგავსად დიბალასი. თუმცა, ჩვენ მის ტრანსფერზე არ ვმუშაობთ. “იუვენტუსს” მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუკავშირდებით, თუ თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს ჩვენს კლუბში გადმოსვლის სურვილს.

შეიძლება ითქვას, რომ დიბალა “პარი სენ-ჟერმენის” მომავლის გასაღები არ არის.

ანჩელოტი და კონტე? იტალიაში მწვრთნელიც ძალიან ბევრია. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ უნაი ემერის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ,” – აცხადებს ნასერ ალ-ხელაიფი.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შეთავაზება ხუმრობად მიიღეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით და მზად არიან, “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი შეიკედლონ პაულო დიბალას სახით.

The Independent-ის ცნობით, “წითელმა ეშმაკუნებმა” უკვე გაუგზავნეს შეთავაზება “ბებერ ქალბატონს”, თუმცა ტურინელებმა ეს უბრალო ხუმრობად მიიღეს – საქმე იმაშია, რომ ინგლისელებმა იტალიელებს მხოლოდ 67 მილიონი ევრო შესთავაზეს ამ ტრანსფერში.

ირწმუნება, რომ “ბებერი ქალბატონი” მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას, თუ რომელიმე კლუბი მზად იქნება 158 მილიონი გადაიხადოს არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერში.არ არის გამორიცხული, ამ საქმეში “იუნაიტედმა” მხითარიანი და დარმიანიც ჩართოს.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ 17-ჯერ ითამაშა იტალიის სერია ა-ში – გაიტანა 12 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

ალეგრი: “დიბალა ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებს”

დღეს სერია ა-ს მეჩვიდმეტე ტურში “იუვენტუსმა” “ბოლონიას” ანგარიშით, 3-0 სძლია. საგულისხმოა, რომ ძირითად შემადგელობაში არ იმყოფებოდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, პაულო დიბალა.

ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრის შემდეგ არგენტინელზე ისაუბრა.

“დიბალა მოედანზე გამოვიდა და, რაც დროც მიეცა, მშვენივრად ითამაშა. გოლი არ გაურანია, თუმცა არის დღეები, როცა ფეხბურთელს იღბალი უმტყუვნებს ხოლმე. შესაბამისად, ის თავის საუკეთესოს ვერ აჩვენებს. მნიშნელოვანი ფეხბურთელები მყავს, რომლებიც კლუბის წარმატებაში დიდ როლს თამაშობენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი განაწყენებულია, როცა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება. თუმცა, მთავარი მათი რეაქციაა. რეაქცია კი ადგილისთვის ბრძოლა უნდა იყოს!”

“ფეხბურთი გუნდური სპორტია. შენ უნდა დაივიწყო სიტყვა “მე” და მუდამ გახსოვდეს “ჩვენ”. პაულო რომ ნიჭიერია, ეს ეჭვგარეშეა. თუმცა, მას სჭირდება, რომ კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებში იყოს,” – აცხადებს ალეგრი.

Rai Sport: “რეალი” დიბალას ტრანსფერში კროოს გამოიყენებს”

მოგეხსენებათ, რომ მადრიდის “რეალი” უკვე დიდიხანია, რაც პაულო დიბალას დამატებით ინტერესდება, მაგრამ მხარეები შეთანხმებას ვერასდროს აღწევდნენ.

ამჯერად იტალიური გამოცემა Rai Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ არგენტინელის შესაძენად მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა გემანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი დათმოს. პერესს დიბალას თამაშის თამაშის სტილი ძალიან მოსწონს, ამიტომაც ის ყველანაირად ეცდება “იუვენტუსთან” მოლაპრაკებები წარმატებით აწარმოოს, რათა მომავალი სეზონიდან პაულო “რეალის” შემადგენლობაში იხილოს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდში დიბალას ანგარიშზე 115 შეხვედრა, 56 გატანილი გოლი და 21 საგოლე გადაცემაა.

ტრეზეგე: “დიბალას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დავიდ ტრეზეგემ “ბებერი ქალბატონის” ახალ ლიდერზე, პაულო დიბალაზე საუბრისას მას ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა.

“დიბალას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, ჩემი გადმოსახედიდან, მას ამისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია. დიბალას ძალიან ხშირად აბარებენ ლეო მესის, ვთვლი, რომ ეს დიბალასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გაზრდაშიც ხელს უწყობს,” – აცხადებს ტრეზეგე ItaSportPress.it-თან საუბრისას.

ტრეზეგემ გონსალო იგუაინის ცუდ ფორმასაც შეეხო ორიოდე სიტყვით: “ბოლო მატჩებში ის გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება და პროგრესიც ეტყობა. სათადარიგოთა სკამზე გატარებულმა დრომ მასზე კარგად იმოქმედა, ახლა კი “იუვენტუსს” მისი 100-პროცენტიანი მზადყოფნა სჭირდება.”

დიბალა: “ბარსელონა” ყოველთვის “ბარსელონად” დარჩება”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ კატალონიურ “ბარსელონაზე” ისაუბრა, რომელთანაც ზაფხულში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აკავშირებდნენ.

“ბარსამ” ნეიმარის სახით უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ მის ნაცვლად სხვა, არანაკლებ ძლიერი მოთამაშე მოიყვანეს. რაც არ უნდა მოხდეს, “ბარსელონა” ყოველთვის “ბარსელონა” იქნება. ამ გუნდს უდიდესი ისტორია, სახელი და დიდება აქვს.

ლა ლიგაში მათ ჯერ ერთი გოლიც არ გაუშვიათ, ასე რომ, ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თუ გვინდა, რომ რაიმე წარმატებას მივაღწიოთ. დაცვაში კი ერთობლივად, ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ.

ვითამაშებ თუ არა მესის გვერდით? საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი, მესის მხარდამხარ ნაკრებში თამაშის შანსი რომ მეძლევა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში,” – აცხადებს დიბალა.

რაიოლა:”დიბალა “რეალს” კარგად შეეწყობა”

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, წარმატების მისაღწევად პაულო დიბალამ ტურინული გრანდი უნდა დატოვოს.

“ვფიქრობ, საბოლოო ჯამში დიბალას მაინც მოუწევს “იუვენტუსის დატოვება. პაულო ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, რომელსაც დიდი სამომავლო პროექტი გააჩნია და მისი დამატების სურვილსაც იჩენს.

ჩემი გადმოსახედიდან, მას ახლად რეფორმირებულ “ბარსელონაში” ფეხის მოკიდება უნდა გაუჭირდეს, მაგრამ “რეალს”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” რიგებში დიბალას ყველაფერი გამოუვა,” – აცხადებს რაიოლა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირებას ზაფხულში საკმაოდ აქტიურად ცდილობდა “ბარსელონა”, თუმცა ტურინელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს და ათნომრიანი მაისურის ტარების უფლებაც მისცეს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 სექტემბერი

გრიზმანი “ოლდ ტრაფორდზე” იანვრის თვეში გადავა?

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელებას გეგმავს. Manchester Evening News-ის ცნობით ტრანსფერი 2018 წლის იანვრის თვეში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” ზაფხულშიც საკმაოდ ახლოს იყვნენ გრიზმანის ტრანსფერთან, თუმცა ანტუანმა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა “როხიბლანკოში” დარჩენა, რომ “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი და მისი შემცვლელის მიყვანას ვერ შეძლებდა.


იოზილის ტრანსფერი მესიმ დაბლოკა

Don Balon-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ “ბარსელონელები” ძალიან ახლოს იყვნენ “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის გადაბირებასთან, თუმცა ტრანსფერი ლეო მესიმ დაბლოკა.

როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” არგენტინელ გოლეადორს გერმანელი ფეხბურთელის მხარდამხარ თამაშის ვარიანტი დიდად არ ხიბლავს, რაც ამ უკანასკნელმა მაშინვე გაუმხილა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელთა შტაბს.


“იუვენტუსი” ემრე ჯანს არ ეშვება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მერსესაიდის “ლივერპულის” გერმანელ ნახევარმცველს, ემრე ჯანს კვლავ არ ეშვებიან. Corriere dello Sport-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც შეეცდება მის გადაბირებას.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანს “ენფილდელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გადაბირებისთვის სულ რაღაც 9 მილიონი ფუნტია საჭირო.


“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის ვარიანტს უბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ გარეთ ბეილის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ზრუნვას – ამ ინფორმაციას ბრიტანული, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა The Sun ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი ვარსკვლავის სანაცვლოდ “წითელი ეშმაკები” 90 მილიონ ფუნტს იხდიან, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.


“ბარსელონამ” დიბალას დამატებაზე უარი განაცხადა

El Chiringuito-ს ცნობებს თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ორჯერ მიეცათ პაულო დიბალას გადაბირების შანსი.

თუმცა, “ლურჯ-ბროწეულისფრების” პრეზიდენტთა საბჭო იმდენად იყო დარწმუნებული უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერებში, რომ დიბალას გადაბირების შანსი საკმაოდ მარტივად გაუშვეს ხელიდან.


დიბალა: “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ, 10-ნომრიანი მაისური ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა”

სერია ა-ს მეორე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში შესრულებული ქამბექის (2-0-დან 2-4) შემდეგ, “იუვენტუსის” არგენტინელმა ლიდერმა, პაულო დიბალამ პრესასთან ემოციები ვერ დამალა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლოს აქ 3-1 დავმარცხდით და ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, შესაბამისად მეტოქეს მომზადებულები შევხვდით. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემოვაბრუნეთ.

პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ. მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდოდა. ვიცოდი, რომ 10-ნომრიანი მაისურის ტარება რთული იქნებოდა. მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს მაისური ჩემთვის იღბლის მომტანი აღმოჩნდა,” – აცხადებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა საკმაოდ ახლოს იყო “ბარსელონაში” გადასვლასთან, თუმცა მან არჩევანი ტურინში დარჩენაზე გააკეთა.