Globe Soccer Awards: წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 6 პრეტენდენტი

Globe Soccer Awards 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილია ექვსი ფეხბურთელი:

კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), გარეტ ბეილი (“რეალი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”/”ნაპოლი”) და ჯეიმი ვარდი (“ლესტერ სიტი”).

დაჯილდოების ცერემონია 27-28 დეკემბერს, დუბაიში გაიმართება.

წლის საუკეთესო კლუბის 5 პრეტენდენტი, არის მოულოდნელობაც

Globe Soccer Awards-ის ჯილდოზე წარდგენილნი არიან არამხოლოდ აღიარებული გრანდები, არამედ შედარებით მოკრძალებული კლუბებიც.

2016 წლის საუკეთესო კლუბის ტიტული შესაძლოა, მადრიდის “რეალმა”, “სევილიამ”, ლესტერ სიტიმ”, ვარშავის “ლეგიამ” ან “მოლდემ” მოიპოვოს. დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს, დუბაიში ჩატარდება.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

დუბაიში გამართულ Globe Soccer Awards-ის ტრადიციულ გალა-კონცერტზე წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა გამოავლინეს. გამარჯვებული მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ირკვევა.

წლის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს, რომელმაც ხმათა 58 პროცენტი მოაგროვა. მეორე პოზიციაზე „ბარსელონას“ არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც ხმების 9 პროცენტი ერგო. მესამე ადგილი „ბარსელონას“ და ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველებმა – ანდრეს ინიესტამ და მესუთ იოზილმა გაინაწილეს – 4-4 პროცენტით.

წლის საუკეთესო მწვრთნელად ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცი ანტონიო კონტე დაასახელეს, რომელმაც დორტმუნდის „ბორუსიას“ დამრიგებელი იურგენ კლოპი და „ნაპოლის“ ხელმძღვანელი რაფალ ბენიტესი ჩამოიტოვა.

ბექა დოგრაშვილი