როჟერიო სენიმ რაიან გიგზის რეკორდი გააუმჯობესა

„სან-პაულუს“ მეკარემ, 41 წლის როჟერიო სენიმ ერთი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების რაოდენობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„გოიასთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩი სენისთვის თავისი კლუბის რიგებში 590-ე აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით სამხრეთ ამერიკელმა გოლკიპერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველს რაიან გიგზს აჯობა, რომელმაც „წითელი ეშმაკების“ მაისურით 589 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ სენის ანგარიშზე კარიერაში ჯამში 123 გოლია.

როჟერიო სენიმ კვლავ გაიტანა

ბრაზილიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “გრემიომ” “სან პაულუ” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ეს ერთადერთი გოლი სტუმართა ლეგენდარულმა მეკარე როჟერო სენიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. 41 წლს კიპერისთვის ეს კარიერაში გატანილი 122-ე გოლია.

მიმდინარე სეზონში სენიმ უკვე 7 გოლი გაიტანა, შვიდივე პენალტით. ცნობისთვის, ვეტერანი მეკარე მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.